თბილისის ცენტრი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

© Pixabay / ColiN00Bნათურები
ნათურები - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022
გამოწერა
როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება და რამ გამოიწვია ავარია, კომპანიაში არ აკონკრეტებენ
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თბილისის ისტორიული ცენტრი ავარიის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ნათქვამია ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთაველის გამზირს, გმირთა მოედანს, მელიქიშვილის გამზირს და მათ მიმდებარე ქუჩებს, მათ შორის ზემო ვაკეს.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ასევე ქალაქის ისტორიული უბნებიც - მთაწმინდა, ვერა და სოლოლაკი. ამასთან, ქალაქის ტურისტულ ნაწილში - თავისუფლების მოედნიდან აბანოთუბნამდე ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.
როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება და რამ გამოიწვია ავარია, კომპანიაში არ აკონკრეტებენ.
წყარო - „თელასი“
ყველა ახალი ამბავი
0