https://sputnik-georgia.com/20220219/sasineli-wvimebi-braziliasi-darupulta-ricxvi-136-mde-gaizarda-264586329.html
საშინელი წვიმა ბრაზილიაში: დაღუპულთა რიცხვი 136-მდე გაიზარდა - საზარელი კადრები
საშინელი წვიმა ბრაზილიაში: დაღუპულთა რიცხვი 136-მდე გაიზარდა - საზარელი კადრები
Sputnik საქართველო
პეტროპოლისში სამძებრო სამუშაოები მეოთხე დღეა გრძელდება - მაშველები დარწმუნებულნი არიან, რომ ცოცხალი ადამიანების ტალახიდან და ნანგრევებიდან ამოყვანა კვლავ შესაძლებელია.
2022-02-19T11:22+0400
2022-02-19T11:22+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264106184_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_154a7b41649d16fa3ec9d0516f3943f3.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს მაშველები აქტიურად აგრძელებენ გადარჩენილთა ძებნას ქალაქ პეტროპოლისში, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა 15 თებერვალს მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად. მათი ინფორმაციით, სტიქიის მსხვერპლი 136 ადამიანი გახდა, იტყობინება პორტალი G1.ბრაზილიის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 22 არასრულწლოვანია. იმავდროულად, პეტროპოლისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ პოლიციის სიებში 213 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.15 თებერვალს თავსხმა წვიმამ ძლიერი მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. სულ რაღაც 6 საათში კვადრატულ მეტრზე 260 ლიტრი ნალექი მოვიდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ბრაზილიის ამ რეგიონში თებერვალში, ამბობენ ადგილობრივი ექსპერტები.წყარო - პორტალი G1.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/03/264106184_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3e0b31d6dd1f14b5c2cad04a2f2c2d5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საშინელი წვიმა ბრაზილია დაღუპული რიცხვი 136
საშინელი წვიმა ბრაზილია დაღუპული რიცხვი 136
საშინელი წვიმა ბრაზილიაში: დაღუპულთა რიცხვი 136-მდე გაიზარდა - საზარელი კადრები
11:22 19.02.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) პეტროპოლისში სამძებრო სამუშაოები მეოთხე დღეა გრძელდება - მაშველები დარწმუნებულნი არიან, რომ ცოცხალი ადამიანების ტალახიდან და ნანგრევებიდან ამოყვანა კვლავ შესაძლებელია.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს მაშველები აქტიურად აგრძელებენ გადარჩენილთა ძებნას ქალაქ პეტროპოლისში, რომელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა 15 თებერვალს მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად. მათი ინფორმაციით, სტიქიის მსხვერპლი 136 ადამიანი გახდა, იტყობინება პორტალი G1.
„პეტროპოლისში სამძებრო სამუშაოები მეოთხე დღეა გრძელდება და სახანძრო სამსახურში მიაჩნიათ, რომ ცოცხალი ადამიანების ამოყვანა ტალახიდან და ნანგრევებიდან ჯერ კიდევ შესაძლებელია. უწყების მონაცემებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 136 ადამიანს მიაღწია", - ნათქვამია მედიაში.
ბრაზილიის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 22 არასრულწლოვანია. იმავდროულად, პეტროპოლისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ პოლიციის სიებში 213 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.
15 თებერვალს თავსხმა წვიმამ ძლიერი მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. სულ რაღაც 6 საათში კვადრატულ მეტრზე 260 ლიტრი ნალექი მოვიდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ბრაზილიის ამ რეგიონში თებერვალში, ამბობენ ადგილობრივი ექსპერტები.