https://sputnik-georgia.com/20220219/policiam-qveynis-masstabit-narkodanasaulistvis-4-piri-daakava-264589278.html
პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა
პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
21-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
2022-02-19T15:30+0400
2022-02-19T15:30+0400
2022-02-19T15:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248989567_0:36:2000:1161_1920x0_80_0_0_5986d2da9c098dc7db30056513c22a78.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამართალდამცველებმა ქალაქ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.პოლიციამ ასევე ნარკოტიკების უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთა. სამართალდამცველებმა აღნიშნული დანაშაულისთვის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს და შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.კერძოდ, პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო. ასევე ამოღებულია სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული იგივე ნარკოტიკული საშუალების 16 შეკვრა.პოლიციამ ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" ამოიღო.საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248989567_202:0:1798:1197_1920x0_80_0_0_077dc8eb36a893b946690a7c278d6293.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიცია ქვეყანა მასშტაბი ნარკოდანაშაული 4 პირი დაკავება
პოლიცია ქვეყანა მასშტაბი ნარკოდანაშაული 4 პირი დაკავება
პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა
პოლიციამ ბრალდებულების მიერ გასაღების მიზნით განთავსებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ქალაქ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.
პოლიციამ ასევე ნარკოტიკების უკანონო გასაღების ფაქტები აღკვეთა. სამართალდამცველებმა აღნიშნული დანაშაულისთვის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს და შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.
კერძოდ, პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მისი დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღო. ასევე ამოღებულია სხვადასხვა ადგილზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული იგივე ნარკოტიკული საშუალების 16 შეკვრა.
პოლიციამ ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" ამოიღო.
საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.