https://sputnik-georgia.com/20220219/nikoloz-basilasvilma-tituli-ver-daicva-qartveli-cogburteli-finalsi-damarcxda-264602285.html
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტული ვერ დაიცვა - ქართველი ჩოგბურთელი ფინალში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტული ვერ დაიცვა - ქართველი ჩოგბურთელი ფინალში დამარცხდა
Sputnik საქართველო
ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ შეხვედრას დუბაის ტურნირზე კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან გამართავს.
2022-02-19T21:28+0400
2022-02-19T21:28+0400
2022-02-19T21:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422426_0:85:3071:1812_1920x0_80_0_0_1e9735c624000d2ded14232e5bf48981.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან ორ სეტში დამარცხდა.აღნიშნული მარცხით 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში კატარის ღია პირველობის გამარჯვებულის ტიტული ვერ დაიცვა.პირველი სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო. ბასილაშვილმა, რომელიც მსოფლიოს 22-ე ჩოგანია, ბაუტისტა-აგუტისთან (16) 1:1-ზე ბრეიკის შესრულება მოახერხა, რის შემდეგად საკუთარი ჩაწოდება ორჯერ დათმო და პირველი სეტი ანგარიშით 6:3 წააგო.იგივე სცენარით განვითარდა მატჩის მეორე სეტიც, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკის შესრულება საწყის ეტაპზევე შეძლო და წინ გავიდა (3:0). ბასილაშვილმა მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად შეხვედრაში ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მოწინააღმდეგეს კვლავ ორი ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. შედეგად რობერტო ბაუტისტა-აგუტიმ მეორე სეტში 6:4 იმარჯვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.ნიკოლოზ ბასილაშვილი ბაუტისტა-აგუტისთან მარცხის შემდეგ დუბაის ღია პირველობაზე იასპარეზებს, სადაც პირველ შეხვედრას ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252422426_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_82ff037d557d34430568bd9e8e07f183.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰა ფინალი მარცხი
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰა ფინალი მარცხი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტული ვერ დაიცვა - ქართველი ჩოგბურთელი ფინალში დამარცხდა
21:28 19.02.2022 (განახლებულია: 21:29 19.02.2022) ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ შეხვედრას დუბაის ტურნირზე კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან გამართავს.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან ორ სეტში დამარცხდა.
აღნიშნული მარცხით 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში კატარის ღია პირველობის გამარჯვებულის ტიტული ვერ დაიცვა.
პირველი სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო. ბასილაშვილმა, რომელიც მსოფლიოს 22-ე ჩოგანია, ბაუტისტა-აგუტისთან (16) 1:1-ზე ბრეიკის შესრულება მოახერხა, რის შემდეგად საკუთარი ჩაწოდება ორჯერ დათმო და პირველი სეტი ანგარიშით 6:3 წააგო.
იგივე სცენარით განვითარდა მატჩის მეორე სეტიც, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკის შესრულება საწყის ეტაპზევე შეძლო და წინ გავიდა (3:0). ბასილაშვილმა მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად შეხვედრაში ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მოწინააღმდეგეს კვლავ ორი ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. შედეგად რობერტო ბაუტისტა-აგუტიმ მეორე სეტში 6:4 იმარჯვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბაუტისტა-აგუტისთან მარცხის შემდეგ დუბაის ღია პირველობაზე იასპარეზებს, სადაც პირველ შეხვედრას ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს შეხვდება.