https://sputnik-georgia.com/20220219/msoflio-2023-kalatburtsi-qartvelebi-makedonielebtan-sesarcevi-matcistvis-emzadebian-264601632.html
მსოფლიო-2023 კალათბურთში: ქართველები მაკედონიელებთან შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან
მსოფლიო-2023 კალათბურთში: ქართველები მაკედონიელებთან შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია ნაკრებს შესაძლოა ვერ დაეხმაროს.
2022-02-19T21:02+0400
2022-02-19T21:02+0400
2022-02-19T21:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264597082_0:99:1920:1179_1920x0_80_0_0_2b762de731ef72d9fede99ca63514ff0.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დაიწყო მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, რომელიც 24 და 27 თებერვალს გაიმართება.სამწვრთნელო შტაბის გაფართოებულ სიაში 16 მოთამაშე მოხვდა, საიდანაც საბოლოო განაცხადში 12 კალათბურთელი დარჩება.აღსანიშნავია, რომ ნაკრებში მხოლოდ სამი ლეგიონერი იქნება. ესენი არიან გიორგი შერმადინი („ტენერიფე", ესპანეთი), ტედ მაკფადენი („მურსია", ესპანეთი) და დუდა სანაძე („ბორაცი", სერბეთი). ყველა დანარჩენი კალათბურთელი საქართველოს ჩემპიონატის კლუბებს წარმოადგენს.აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა ნაკრებს გამოაკლდეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია. საქმე ისაა, რომ 24 თებერვალს ევროლიგაში „არმიელები" მიუნხენის „ბავარიას" ხვდებიან.თავის დროზე „ცსკას“ პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა განაცხადა, რომ თანახმაა შენგელიამ ნაკრებში ითამაშოს, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით - თუ ევროლიგაში „ცსკას“ მატჩები იმავე დღეს არ ჩატარდებოდა.2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველ თამაშში, რომელიც თბილისში გაიმართა, ილიას ზუროსის შეგირდებმა უკრაინას (88:83) მოუგეს, შემდეგ კი გასვლაზე ესპანეთთან (61:89) წააგეს.რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, მან ორივე შეხვედრა წააგო - ესპანეთს ანგარიშით 65:94 და უკრაინას 61:78. ის კვარტეტში ბოლო ადგილს იკავებს.თორნიკე შენგელია VTB United League-ს შემოდგომის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა >>24 თებერვალს საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან თბილისში, სამი დღის შემდეგ კი სკოპიეში ითამაშებს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გავა.2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში - ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში - 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264597082_108:0:1812:1278_1920x0_80_0_0_9a205365f6f69ec9e9515155df556b1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო-2023 კალათბურთი ჩრდილოეთ მაკედონია შესარჩევი მატჩი
მსოფლიო-2023 კალათბურთი ჩრდილოეთ მაკედონია შესარჩევი მატჩი
მსოფლიო-2023 კალათბურთში: ქართველები მაკედონიელებთან შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან
21:02 19.02.2022 (განახლებულია: 21:04 19.02.2022) საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია ნაკრებს შესაძლოა ვერ დაეხმაროს.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დაიწყო მზადება 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ, რომელიც 24 და 27 თებერვალს გაიმართება.
სამწვრთნელო შტაბის გაფართოებულ სიაში 16 მოთამაშე მოხვდა, საიდანაც საბოლოო განაცხადში 12 კალათბურთელი დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში მხოლოდ სამი ლეგიონერი იქნება. ესენი არიან გიორგი შერმადინი („ტენერიფე", ესპანეთი), ტედ მაკფადენი („მურსია", ესპანეთი) და დუდა სანაძე („ბორაცი", სერბეთი). ყველა დანარჩენი კალათბურთელი საქართველოს ჩემპიონატის კლუბებს წარმოადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა ნაკრებს გამოაკლდეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია. საქმე ისაა, რომ 24 თებერვალს ევროლიგაში „არმიელები" მიუნხენის „ბავარიას" ხვდებიან.
თავის დროზე „ცსკას“ პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა განაცხადა, რომ თანახმაა შენგელიამ ნაკრებში ითამაშოს, ოღონდ მხოლოდ ერთი პირობით - თუ ევროლიგაში „ცსკას“ მატჩები იმავე დღეს არ ჩატარდებოდა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველ თამაშში, რომელიც თბილისში გაიმართა, ილიას ზუროსის შეგირდებმა უკრაინას (88:83) მოუგეს, შემდეგ კი გასვლაზე ესპანეთთან (61:89) წააგეს.
რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, მან ორივე შეხვედრა წააგო - ესპანეთს ანგარიშით 65:94 და უკრაინას 61:78. ის კვარტეტში ბოლო ადგილს იკავებს.
24 თებერვალს საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან თბილისში, სამი დღის შემდეგ კი სკოპიეში ითამაშებს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გავა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში - ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში - 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.