გორის მუნიციპალიტეტში სტალინის ძეგლი დადგეს

© photo: Sputnikსტალინისტების აქცია
სტალინისტების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2022
გამოწერა
ძეგლის დადგმის ინიციატორები ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში იოსებ სტალინის ძეგლი დადგეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, ძეგლის დადგმის ინიციატორები ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.
ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მათ ნებართვა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ძეგლის დადგმაზე.
ხელისუფლების თანხმობის არარსებობის შემთხვევაში ძეგლი დემონტაჟს ექვემდებარება. ადგილობრივ მერიაში ძეგლის დამონტაჟებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ყველა ახალი ამბავი
0