https://sputnik-georgia.com/20220217/saqartvelos-parlamentma-aziis-banktan-setanxmebis-ratificereba-moaxdina-264542914.html
საქართველოს პარლამენტმა აზიის ბანკთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
საქართველოს პარლამენტმა აზიის ბანკთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
Sputnik საქართველო
კრედიტი მოხმარდება საქართველოს რეგიონების და თბილისის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და მომსახურების გაუმჯობესებას
2022-02-17T23:45+0400
2022-02-17T23:45+0400
2022-02-17T23:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897903_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_764040693f5f1678de2d7b03b3a83f0e.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ოთხშაბათს პარლამენტმა საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 101 მლნ ევროს კრედიტზე სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.კრედიტი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს და მისი დასრულების სავარაუდო თარიღი 2027 წლის 30 დეკემბერია.დოკუმენტის მიხედვით, პროექტის პირველი კომპონენტია ინკლუზიური და კლიმატის გამძლე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ურბანული ცენტრების განახლებას, უნივერსალური დიზაინით და მისაღები სტანდარტებით საზოგადოებრივი შენობების და საჯარო ადგილების მშენებლობას.პროგრამის მეორე კომპონენტია სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება და ქალაქების კულტურულ-ისტორიული ცენტრების განახლება.პროექტის მესამე და ბოლო კომპონენტი გულისხმობს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების შესწავლას, სემინარების ჩატარებას და ფინანსურ დახმარებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ოპერირებენ პროექტის გავრცელების ტერიტორიაზე.101 მილიონი ევროდან 95,6 მილიონი მოხმარდება სამუშაოების განხორციელებას, საქონლის შესყიდვასა და საკონსულტაციო მომსახურებას, 500 ათასი - სოციალურ პროგრამებს, 4,3 მლნ ევრო მიემართება ვალდებულებებზე პროცენტების და ხარჯების დასაფარად, 600 ათასი მოხმარდება ადმინისტრაციულ ხარჯებს.კრედიტი გაიცემა 15 წლის ვადით, წლიური 0,15%-ით.წყარო - საქართველოს პარლამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262897903_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_56f8db661851dbcd5355a09ff344e82f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარლამენტი აზია ბანკი შეთანხმება რატიფიცირება
პარლამენტი აზია ბანკი შეთანხმება რატიფიცირება
საქართველოს პარლამენტმა აზიის ბანკთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
23:45 17.02.2022 (განახლებულია: 23:47 17.02.2022) კრედიტი მოხმარდება საქართველოს რეგიონების და თბილისის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და მომსახურების გაუმჯობესებას
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ოთხშაბათს პარლამენტმა საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 101 მლნ ევროს კრედიტზე სასესხო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
კრედიტი გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს და მისი დასრულების სავარაუდო თარიღი 2027 წლის 30 დეკემბერია.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტის პირველი კომპონენტია ინკლუზიური და კლიმატის გამძლე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ურბანული ცენტრების განახლებას, უნივერსალური დიზაინით და მისაღები სტანდარტებით საზოგადოებრივი შენობების და საჯარო ადგილების მშენებლობას.
პროგრამის მეორე კომპონენტია სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება და ქალაქების კულტურულ-ისტორიული ცენტრების განახლება.
პროექტის მესამე და ბოლო კომპონენტი გულისხმობს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების შესწავლას, სემინარების ჩატარებას და ფინანსურ დახმარებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ოპერირებენ პროექტის გავრცელების ტერიტორიაზე.
101 მილიონი ევროდან 95,6 მილიონი მოხმარდება სამუშაოების განხორციელებას, საქონლის შესყიდვასა და საკონსულტაციო მომსახურებას, 500 ათასი - სოციალურ პროგრამებს, 4,3 მლნ ევრო მიემართება ვალდებულებებზე პროცენტების და ხარჯების დასაფარად, 600 ათასი მოხმარდება ადმინისტრაციულ ხარჯებს.
კრედიტი გაიცემა 15 წლის ვადით, წლიური 0,15%-ით.