https://sputnik-georgia.com/20220217/saqartvelo-pekinis-olimpiadaze-mocigurave-anastasia-gubanovan-me-11-adgili-daikava-264540703.html
საქართველო პეკინის ოლიმპიადაზე: მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მე-11 ადგილი დაიკავა: ვიდეო
საქართველო პეკინის ოლიმპიადაზე: მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მე-11 ადგილი დაიკავა: ვიდეო
Sputnik საქართველო
ერთ-ორ დღეს დავისვენებ, მერე კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დავიწყებ, განაცხადა სპორტსმენმა
2022-02-17T21:08+0400
2022-02-17T21:08+0400
2022-02-17T21:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
პეკინის ოლიმპიური თამაშები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264538439_0:0:2983:1679_1920x0_80_0_0_9f36a4d6f9aa481bef39255257e3c72c.jpg
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ანასტასია გუბანოვამ, რომელიც პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმოადგენს, ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში შემაჯამებელი მე-11 ადგილი დაიკავა.გუბანოვას თავისუფალი პროგრამა მსაჯებმა 135,58 ქულით შეაფასეს (70,06 ქულ ტექნიკური ელემენტებისთვის და 65,52 ქულა პროგრამული კომპონენტებისთვის). შედეგად მთლიანობაში მოკლე პროგრამის (65,40) ქულების ჩათვლით მოციგურავემ 200,98 ქულა დააგროვა. გუბანოვასთვის ეს შედეგი კარიერაში საუკეთესო იყო.ამასთან, გუბანოვამ ამ პროგრამაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლო. ტურინის ოლიმპიურ თამაშებზე (2006) ელენე გედევანიშვილმა მე-10 ადგილი დაიკავა.შეჯიბრების შემდეგ გუბანოვამ ოლიმპიადაზე თავის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა:გუბანოვამ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას:„რუსეთი ძალიან მიყვარს, მაგრამ აქ აღმოვჩნდი ძალიან მეგობრული და შეკრული ფედერაციის და საქართველოს გუნდის წყალობით. მათი ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ“, - განაცხადა გუბანოვამ.ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთის წარმომადგენელი გახდა >>პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი რუსი ანა შჩერბაკოვა (255,95) გახდა. ვერცხლი ასევე ეკუთვნის რუსეთის წარმომადგენელს - ალექსანდრა ტრუსოვას (251,73). აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი ეთერი თუთბერიძის აღზრდილია. მესამე ადგილი იაპონელმა კაორი საკამოტომ (233,13) დაიკავა.ხვალ, 18 თებერვალს, მედლებისთვის ბრძოლაში სპორტული წყვილები ჩაერთვებიან. ამ შეჯიბრებაში საქართველოს კარინა საფინა და ლუკა ბერულავა წარადგენენ.წყარო - გამოცემა Sport-Express.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264538439_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0f262515f02e1801743e81086f0d8ef7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოციგურავე ანასტასია გუბანოვა მე-11 ადგილი
მოციგურავე ანასტასია გუბანოვა მე-11 ადგილი
საქართველო პეკინის ოლიმპიადაზე: მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მე-11 ადგილი დაიკავა: ვიდეო
ერთ-ორ დღეს დავისვენებ, მერე კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დავიწყებ, განაცხადა სპორტსმენმა
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ანასტასია გუბანოვამ, რომელიც პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმოადგენს, ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში შემაჯამებელი მე-11 ადგილი დაიკავა.
გუბანოვას თავისუფალი პროგრამა მსაჯებმა 135,58 ქულით შეაფასეს (70,06 ქულ ტექნიკური ელემენტებისთვის და 65,52 ქულა პროგრამული კომპონენტებისთვის). შედეგად მთლიანობაში მოკლე პროგრამის (65,40) ქულების ჩათვლით მოციგურავემ 200,98 ქულა დააგროვა. გუბანოვასთვის ეს შედეგი კარიერაში საუკეთესო იყო.
ამასთან, გუბანოვამ ამ პროგრამაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლო. ტურინის ოლიმპიურ თამაშებზე (2006) ელენე გედევანიშვილმა მე-10 ადგილი დაიკავა.
შეჯიბრების შემდეგ გუბანოვამ ოლიმპიადაზე თავის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა:
„ეს გამოსვლა დედაჩემს მივუძღვენი იმ შრომისთვის, რომელიც მან მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემში ჩადო. მიხარია, რომ ყველაფერი გამოვიდა. ბოლოს ცრემლები წამომივიდა - ეს უბრალოდ ემოციებია. ოლიმპიადა ძალიან წარმატებული იყო ჩემთვის. ერთ-ორ დღეს დავისვენებ, მერე კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დავიწყებ“, - ციტირებს მოციგურავის სიტყვებს გამოცემა Sport-Express.
გუბანოვამ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას:
„რუსეთი ძალიან მიყვარს, მაგრამ აქ აღმოვჩნდი ძალიან მეგობრული და შეკრული ფედერაციის და საქართველოს გუნდის წყალობით. მათი ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ“, - განაცხადა გუბანოვამ.
პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი რუსი ანა შჩერბაკოვა (255,95) გახდა. ვერცხლი ასევე ეკუთვნის რუსეთის წარმომადგენელს - ალექსანდრა ტრუსოვას (251,73). აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი ეთერი თუთბერიძის აღზრდილია. მესამე ადგილი იაპონელმა კაორი საკამოტომ (233,13) დაიკავა.
ხვალ, 18 თებერვალს, მედლებისთვის ბრძოლაში სპორტული წყვილები ჩაერთვებიან. ამ შეჯიბრებაში საქართველოს კარინა საფინა და ლუკა ბერულავა წარადგენენ.