რამდენი საჯარო მოხელეა მხილებული კორუფციაში 2021 წელს: პროკურატურის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
გასულ წელს გამოძიება დაიწყო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 272 სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალი წარედგინა 280 პირს, მათ შორის 16 კომპანიას.
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე 2021 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში 112 საჯარო მოხელე მიეცა, განაცხადა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„2021 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 112 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებული იყვნენ საჯარო სექტორში, რაც ფიზიკურ ბრალდებულ პირთა საერთო მაჩვენებლის 42%-ს შეადგენს, ხოლო მათგან 14 ბრალდებული წარმოადგენდა მაღალი თანამდებობის პირს“, – განუცხადა ჟურნალისტებს აბულაძემ.

მისი თქმით, გასულ წელს გამოძიება დაიწყო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 272 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო კორუფციულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 280 პირის მიმართ, მათ შორის 16 იურიდიული პირია.
აბულაძის ინფორმაციით, 2021 წელს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 135 პირის მიმართ, მათ შორის 7 პირი იკავებდა მაღალ თანამდებობას.
კორუფციაში ბრალდებული ყველა პირი დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, პროკურატურაში კი კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები სისხლის სამართლის სამმართველოს აბარია, რომელიც იძიებს პროკურატურის შიგნით არსებულ კორუფციას, ასევე წარმოადგენს სასამართლოში ბრალდების მხარეს ყველა კორუფციულ საქმეზე.
ყველა ახალი ამბავი
0