https://sputnik-georgia.com/20220217/nikoloz-basilasvili-dohas-turniris-naxevarfinalsia-264542033.html
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია
Sputnik საქართველო
ფინალში გასასვლელად ჩვენი ჩოგბურთელი ფრანგ არტურ რინდერკნეხს დაუპირისპირდება
2022-02-17T22:37+0400
2022-02-17T22:37+0400
2022-02-17T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_0:97:1665:1034_1920x0_80_0_0_36f38b22dc2d2b9b027d972aff6199c3.jpg
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (22-ე ნომერი ATP-ის რეიტინგში) დოჰაში (კატარი) ATP-250-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რომლის მოქმედი გამარჯვებულიც თავად არის.მეოთხედფინალში ბასილაშვილმა ძალიან რთულ მატჩში უნგრელი მარტონ ფუკოვიჩი (36) სამ სეტში დაამარცხა - 1:6, 6:3, 7:5. შეხვედრა ორ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.ანგარიშიდან ჩანს, რომ პირველ პარტიაში ბრძოლა არ ყოფილა. ქართველმა ორჯერ დაკარგა თავისი ჩაწოდება, ფუკოვიჩმა კი სეტი მარტივად აიღო - 6:1. მეორე სეტში მეტოქეებმა თანაბარი ჩოგბურთი აჩვენეს, თამაშის ბედი კი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ბასილაშვილმა მეექვსე გეიმში გააკეთა.ყველაზე „სანერვიულო“ მესამე სეტი გამოდგა. თავდაპირველად ფუკოვიჩი 3:0 ბრეიკით ლიდერობდა, მაგრამ ბასილაშვილმა თავი ხელში აიყვანა და მეხუთე გეიმში საპირისპირო ბრეიკი გააკეთა. ანგარიში გახდა 5:5, უნგრელმა შეცდომა დაუშვა და ქართველს თავისი ჩაწოდება დაუთმო. ბასილაშვილმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა გაიფორმა.ფინალში გასასვლელად ჩვენი ჩოგბურთელი დაუპირისპირდება ფრანგ არტურ რინდერკნეხს (61), რომელმაც ორ პარტიაში (6:4, 6:4) კანადელი დენის შაპოვალოვი დაამარცხა.ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა >>გასულ წელს ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო - ქართველმა ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში 7:6, 6:2 დაამარცხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_19:0:1627:1206_1920x0_80_0_0_b0f26bf6f65b2d29b841ca96b79054ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰა ტურნირი ნახევარფინალი
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰა ტურნირი ნახევარფინალი
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია
22:37 17.02.2022 (განახლებულია: 22:38 17.02.2022) ფინალში გასასვლელად ჩვენი ჩოგბურთელი ფრანგ არტურ რინდერკნეხს დაუპირისპირდება
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (22-ე ნომერი ATP-ის რეიტინგში) დოჰაში (კატარი) ATP-250-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, რომლის მოქმედი გამარჯვებულიც თავად არის.
მეოთხედფინალში ბასილაშვილმა ძალიან რთულ მატჩში უნგრელი მარტონ ფუკოვიჩი (36) სამ სეტში დაამარცხა - 1:6, 6:3, 7:5. შეხვედრა ორ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
ანგარიშიდან ჩანს, რომ პირველ პარტიაში ბრძოლა არ ყოფილა. ქართველმა ორჯერ დაკარგა თავისი ჩაწოდება, ფუკოვიჩმა კი სეტი მარტივად აიღო - 6:1. მეორე სეტში მეტოქეებმა თანაბარი ჩოგბურთი აჩვენეს, თამაშის ბედი კი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც ბასილაშვილმა მეექვსე გეიმში გააკეთა.
ყველაზე „სანერვიულო“ მესამე სეტი გამოდგა. თავდაპირველად ფუკოვიჩი 3:0 ბრეიკით ლიდერობდა, მაგრამ ბასილაშვილმა თავი ხელში აიყვანა და მეხუთე გეიმში საპირისპირო ბრეიკი გააკეთა. ანგარიში გახდა 5:5, უნგრელმა შეცდომა დაუშვა და ქართველს თავისი ჩაწოდება დაუთმო. ბასილაშვილმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა გაიფორმა.
ფინალში გასასვლელად ჩვენი ჩოგბურთელი დაუპირისპირდება ფრანგ არტურ რინდერკნეხს (61), რომელმაც ორ პარტიაში (6:4, 6:4) კანადელი დენის შაპოვალოვი დაამარცხა.
გასულ წელს ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო - ქართველმა ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში 7:6, 6:2 დაამარცხა.