https://sputnik-georgia.com/20220217/gorgi-vardosanize-satelevizio-eterebi-264517418.html
„რაღაცები მეგოიმება...“ – რატომ აღარ დადის გიორგი ვარდოსანიძე სატელევიზიო ეთერებში სტუმრად
„რაღაცები მეგოიმება...“ – რატომ აღარ დადის გიორგი ვარდოსანიძე სატელევიზიო ეთერებში სტუმრად
Sputnik საქართველო
გიორგი ვარდოსანიძე განსაკუთრებით პოპულარული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ გახდა. 17.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-17T12:05+0400
2022-02-17T12:05+0400
2022-02-17T17:58+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264517118_0:564:2047:1715_1920x0_80_0_0_40e45f885df81fa5e0602b30b36e935a.jpg
მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის შემოქმედებითი ცხოვრება თავბრუდამხვევი წარმატებით დაიწყო. პირველი კურსიდანვე მოხვდა მუსიკისა და დრამის თეატრში რეჟისორ დავით დოიაშვილთან. ამას მოჰყვა სატელევიზიო სერიალები, მხატვრული ფილმები, ტელეშოუები. ყველაზე ხმაურიანი იყო მონაწილეობა მეგაშოუში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც მისი მეწყვილე ასევე პოპულარული, მშვენიერი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა იყო.წყვილმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. პარალელურად მათი ცეცხლოვანი რომანიც განვითარდა, რაც ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა. ქორწინებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ. გარკვეული დროის მერე გიორგის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა. ასაკით უფროსი უცხოელი ქალი მალე მისი მეუღლე გახდა. გიორგი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობდა, მაგრამ მსახიობი მასაც დაშორდა.აღმოჩნდა, რომ ვარდოსანიძემ უარი თქვა სატელევიზიო ეთერზეც.„ბოლო სამი წელია საერთოდ არ დავდივარ არცერთ ტელეკომპანიაში. გამონაკლისია, თუ ახლობელი მთხოვს და თეატრს ეხება საუბარი. არ ვიძლევი ინტერვიუებს. მინიმუმ, არ მომწონს გარემო, რაღაცები ,,მეგოიმება”, რაღაცები პოლიტკორექტულობას მოითხოვს. მირჩევნია, თუ რამე სათქმელი მაქვს, ჩემს პოდკასტებში ვთქვა“, – ამბობს მსახიობი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264517118_0:372:2047:1907_1920x0_80_0_0_7ec922434d05a2268955b3fbf78281d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გიორგი ვარდოსანიძე რატომ აღარ სატელევიზიო ეთერები სტუმრად
გიორგი ვარდოსანიძე რატომ აღარ სატელევიზიო ეთერები სტუმრად
„რაღაცები მეგოიმება...“ – რატომ აღარ დადის გიორგი ვარდოსანიძე სატელევიზიო ეთერებში სტუმრად
12:05 17.02.2022 (განახლებულია: 17:58 17.02.2022) გიორგი ვარდოსანიძე განსაკუთრებით პოპულარული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ გახდა.
მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის შემოქმედებითი ცხოვრება თავბრუდამხვევი წარმატებით დაიწყო. პირველი კურსიდანვე მოხვდა მუსიკისა და დრამის თეატრში რეჟისორ დავით დოიაშვილთან. ამას მოჰყვა სატელევიზიო სერიალები, მხატვრული ფილმები, ტელეშოუები. ყველაზე ხმაურიანი იყო მონაწილეობა მეგაშოუში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც მისი მეწყვილე ასევე პოპულარული, მშვენიერი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა იყო.
წყვილმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. პარალელურად მათი ცეცხლოვანი რომანიც განვითარდა, რაც ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა. ქორწინებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ. გარკვეული დროის მერე გიორგის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გაჩნდა. ასაკით უფროსი უცხოელი ქალი მალე მისი მეუღლე გახდა. გიორგი ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობდა, მაგრამ მსახიობი მასაც დაშორდა.
„პატივს ვცემ ჩემს ორივე მეუღლეს. შესანიშნავი გრძნობები მაკავშირებდა მათთან, მაგრამ დამთავრდა. შევინარჩუნეთ მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთთან. ახლა მარტო ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. მოვა ის დრო, როცა კვლავ მექნება ოჯახი. შეცდომების მეტი რა დამიშვია, ყოველ სამ-ოთხ წელიწადში კათარზისს გავდივარ, მაგრამ ალბათ საჭირო იყო, ეს შეცდომები დამეშვა, ისე უკეთესი ვერ გავხდებოდი. ტატუც მაქვს, რომლის შინაარსი ასეთია – ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა უნდა მოხდეს“, – ამბობს მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“.
აღმოჩნდა, რომ ვარდოსანიძემ უარი თქვა სატელევიზიო ეთერზეც.
„ბოლო სამი წელია საერთოდ არ დავდივარ არცერთ ტელეკომპანიაში. გამონაკლისია, თუ ახლობელი მთხოვს და თეატრს ეხება საუბარი. არ ვიძლევი ინტერვიუებს. მინიმუმ, არ მომწონს გარემო, რაღაცები ,,მეგოიმება”, რაღაცები პოლიტკორექტულობას მოითხოვს. მირჩევნია, თუ რამე სათქმელი მაქვს, ჩემს პოდკასტებში ვთქვა“, – ამბობს მსახიობი.