ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რეკორდი დაამყარა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
პანდემიის მიუხედავად, სამსახურმა ინტენსიურად იმუშავა ეკონომიკური დანაშაულების გახსნასა და აღკვეთაზე, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობის წყალობით სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წელს 109,3 მილიონი ლარი შევიდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეკონომიკურ და საგადასახადო დანაშაულებს იძიებს.

„პანდემიის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობდა ეკონომიკურ დანაშაულთა პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას. მხოლოდ 2021 წელს სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებული იყო 109.340.627 ლარი, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს", – განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 2009 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ბრძოლა ეკონომიკურ და საგადასახადო დანაშაულთან და ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს დაცვა.
ყველა ახალი ამბავი
0