https://sputnik-georgia.com/20220217/elodeba-tu-ara-xelisufleba-turizmis-klebas-omikronis-gamo-ministris-ganmarteba-264537498.html
ელოდება თუ არა ხელისუფლება ტურიზმის კლებას „ომიკრონის“ გამო: მინისტრის განმარტება
ელოდება თუ არა ხელისუფლება ტურიზმის კლებას „ომიკრონის“ გამო: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ტურიზმის ზრდის ტემპი დაჩქარდება და დარგის შემოსავლები 2019 წლის დონეს მიუახლოვდება, განაცხადა მინისტრმა.
2022-02-17T19:33+0400
2022-02-17T19:33+0400
2022-02-17T23:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811478_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_fce2a176a2af6d672529270afd3e0d8c.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ტურიზმზე კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ ნეგატიური ზემოქმედების ალბათობა მცირეა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი რჩება და 15-დან 20 ათასამდე მერყეობს. ინფიცირება ძირითადად „ომიკრონით“ ხდება.მისი თქმით, ხელისუფლება უფრო პოზიტიურ სცენარს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ტურიზმის ზრდის ტემპი დაჩქარდება და შემოსავლები 2019 წლის დონეს მიუახლოვდება.საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის იანვარში 114 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 69,3%-ით მიუახლოვდა.პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს დარგის შემოსავალი საოცრად დაბალ დონემდე დაეცა – 427,7 მილიონი დოლარი 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის პირობებში.2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811478_338:0:3067:2047_1920x0_80_0_0_ca4dc91ce62dd88ec316f7b5b4bfa15f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემცირება ტურიზმი „ომიკრონი“ მინისტრი განმარტება
შემცირება ტურიზმი „ომიკრონი“ მინისტრი განმარტება
ელოდება თუ არა ხელისუფლება ტურიზმის კლებას „ომიკრონის“ გამო: მინისტრის განმარტება
19:33 17.02.2022 (განახლებულია: 23:59 17.02.2022) ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ტურიზმის ზრდის ტემპი დაჩქარდება და დარგის შემოსავლები 2019 წლის დონეს მიუახლოვდება, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ტურიზმზე კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ ნეგატიური ზემოქმედების ალბათობა მცირეა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი რჩება და 15-დან 20 ათასამდე მერყეობს. ინფიცირება ძირითადად „ომიკრონით“ ხდება.
„კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს ტურიზმის აღდგენაზე, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება უფრო პოზიტიურ სცენარს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ტურიზმის ზრდის ტემპი დაჩქარდება და შემოსავლები 2019 წლის დონეს მიუახლოვდება.
საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის იანვარში 114 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 69,3%-ით მიუახლოვდა.
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს დარგის შემოსავალი საოცრად დაბალ დონემდე დაეცა – 427,7 მილიონი დოლარი 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის პირობებში.
2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა.