https://sputnik-georgia.com/20220217/dedas-patimroba-sheeparda-264522801.html
ახალშობილის მკვლელობისთვის დედას პატიმრობა შეეფარდა
ახალშობილის მკვლელობისთვის დედას პატიმრობა შეეფარდა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2022-02-17T13:40+0400
2022-02-17T13:40+0400
2022-02-17T19:54+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:112:2658:1607_1920x0_80_0_0_ce188782ec1bfcb3b88e798f5ab5729a.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ფოთის საქალაქო სასამართლომ ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა.სასამართლოზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.„დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", – ითხოვა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.სამართალდამცველებმა 34 წლის ქალი 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 112-ე მუხლით („დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა") წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ცნობით, 10 თებერვალს ქალმა ახალშობილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც 14 თებერვალს დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ფოთში მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.
https://sputnik-georgia.com/20220216/fotsi-axalsobilis-mkvlelobistvis-dakavebul-dedad-brali-waredgina-264504588.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/97/235279775_0:0:2143:1607_1920x0_80_0_0_6062ce3f83b6c111290e6a50ffffa19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ახალშობილის მკვლელობისთვის დედას პატიმრობა შეეფარდა
13:40 17.02.2022 (განახლებულია: 19:54 17.02.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ფოთის საქალაქო სასამართლომ ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
„დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", – ითხოვა სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
სამართალდამცველებმა 34 წლის ქალი 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 112-ე მუხლით („დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა") წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიების ცნობით, 10 თებერვალს ქალმა ახალშობილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც 14 თებერვალს დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ფოთში მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.