Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დადგინდა კოვიდის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ასაკი

© Pixabay / konsangjira
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კორონავირუსული ინფექციით დაავადება ასაკობრივი ჯგუფების უმეტესობაში იკლებს, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორი ჯგუფი, იუწყება გამოცემა Daily Express-ი სპეციალური დანართის ZOE Covid Study-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
მეცნიერების თქმით, ამ დროისათვის ინფიცირების ყველაზე დაბალი შანსი აქვთ 0-18 და 35-74 წლის ადამიანებს. შესაბამისად, კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებად რჩებიან 18-დან 34 წლამდე და ასევე 75 წელს გადაცილებული ადამიანები.
ამასთან აღინიშნება, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში მიღებული მონაცემების თანახმად, განმეორებით ინფიცირების შანსი 7%-ია. შემთხვევათა უმეტესობაში საუბარია „ომიკრონზე“, რომელიც ამ დროისათვის დომინანტია ბევრ ქვეყანაში.
მეცნიერების თქმით, კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები არ იცვლება. დაავადებაზე კვლავაც ხუთი ძირითადი ნიშანი მეტყველებს: სურდო, დაღლილობის შეგრძნება, ცემინება, თავის ტკივილი და ყელის ტკივილი.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0