მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფესვებთან დაბრუნება: დედაქალაქს ძნელად წარმოსათქმელ სახელს დაუბრუნებენ

© AP Photo / Gemunu Amarasingheბანგკოკი
ბანგკოკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
გამოწერა
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ტაილანდის სამეფო სამეცნიერო საბჭომ ქვეყნის დედაქალაქისთვის სახელწოდების შეცვლის წინადადება წამოაყენა და შესაბამისი დოკუმენტი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა. ნაცვლად ბანგკოკისა მას კრუნგ თეფ მაჰა ნაკჰონი ეწოდება, რაც თარგმანში ნიშნავს „ანგელოზთა ქალაქი დიდებული დედაქალაქი“.
ამასთან უწყების დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ახალი სახელწოდების პარალელურად ძველიც ისევ გამოიყენება, თუმცა „ბანგკოკი“ უკვე არაოფიციალური სახელი იქნება.
ახლა დედაქალაქისთვის ოფიციალური სახელწოდების გადარქმევის შესახებ გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ უნდა მიიღოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური უცხოენოვანი სახელწოდების შეცვლა იმ რეფორმის ფარგლებში შედგა, რომელიც ყველა გეოგრაფიული დასახელების „მიმდინარე რეალობებთან შესაბამისობას“ მოიაზრებს.
აღსანიშნავია, რომ ბანგკოკი ტაილანდის დედაქალაქის ოფიციალურ სახელწოდებად 2001 წლიდან გამოიყენება. ამასთან ტაილანდურად მას ყოველთვის ძველი სახელით — კრუნგ თეფ მაჰა ნაკჰონად იხსენიებდნენ.
თუმცა ეს დედაქალაქის სრული სახელწოდების მხოლოდ მცირე ნაწილია. ისტორიულად მისი სრული სახელი ჟღერს როგორც კრუნგ თეფ მაჰა ნაკჰონ ამონ რატანაკოსინ მაჰინტარაიუტჰაია მაჰადილოკ ფჰოჰ ნოფარათ რათჩათჰანი ბურირომ უდომრატჩანიბეტ მაჰასათან ამონ პიმან ავათან სათით საქკატჰატიის ვითსანუკამ პრასიტი.
ბანგკოკის ისტორიული სახელი გინესის რეკორდების წიგნშია შესული – როგორც ყველაზე გრძელი სახელწოდება მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0