https://sputnik-georgia.com/20220217/avsnianis-dasaxlebasi-saniarvre-qselis-mowyoba-mimdinareobs-264541698.html
ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ გზის საფარის დაგება დაიწყება
2022-02-17T22:22+0400
2022-02-17T22:22+0400
2022-02-17T22:24+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23905/74/239057457_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_1a6f6b7ab488f84e3eab7486e1ed76f3.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნუშის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს.უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ავალიშვილისა და ნუშის ქუჩის ბოლო ნაწილში 846 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, დამონტაჟდება 23 ჭა და 17 ცხაური.დღეს მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო ღირებულებამ 212.385 ლარი შეადგინა. მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.წყარო - ნაძალადევის რაიონის გამგეობა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23905/74/239057457_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_28b63066c351b52ab4c18c179a1832d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავშნიანი დასახლება სანიაღვრე ქსელი მოწყობა
ავშნიანი დასახლება სანიაღვრე ქსელი მოწყობა
ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
22:22 17.02.2022 (განახლებულია: 22:24 17.02.2022) სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ გზის საფარის დაგება დაიწყება
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნუშის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ავალიშვილისა და ნუშის ქუჩის ბოლო ნაწილში 846 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, დამონტაჟდება 23 ჭა და 17 ცხაური.
დღეს მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„ავშნიანის დასახლებაში, ავალიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ გზის საფარის დაგება დაიწყება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უპრობლემოდ გადაადგილებას. შემდეგ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ქუჩებზე გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ანდღულაძემ.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო ღირებულებამ 212.385 ლარი შეადგინა. მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.