Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თაკო ტაბატაძე გია ბაღაშვილთან დაშორების შემდეგ ვაკეში, ამ ულამაზეს ბინაში ცხოვრობს – ვიდეო

© courtesy of Tako Tabatadzeთაკო ტაბატაძე
თაკო ტაბატაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
წყვილი, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია, სამი წლის წინ დაშორდა, თუმცა ამაზე საჯაროდ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს.
მსახიობმა და მოცეკვავე თაკო ტაბატაძემ „რუსთავი 2”-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იწყებს დილას ოთხ შვილთან ერთად და აღნიშნა, რომ ჯანსაღი საუზმის შემდეგ ცდილობს ბავშვები ხშირად გაიყვანოს სუფთა ჰაერზე.
თაკო ტაბატაძე ვაკეში, აბაშიძეზე ყოფილი მეუღლის გია ბაღაშვილის მშობლების მიერ ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს, რომელიც მათ წყვილს ქორწინების შემდეგ აჩუქეს.
ინტერიერის მოწყობისას ოთხი შვილის მშობლებმა უპირველესად ბავშვების კომფორტის საკითხი გაითვალისწინეს და ბინაც ისე მოაწყვეს, რომ პატარებს სათამაშოდ დიდი სივრცე და თავისუფლება ჰქონოდათ. ნახატებით გადმოცემული საოცნებო ოთახი შვილებს რეალობად უქციეს და მხოლოდ საბოლოო სახის მიცემის შემდეგ აჩვენეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაახლოებით სამი წელია, რაც დაშორდა, თუმცა კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს და ბავშვებსაც ერთად ზრდიან.
ყველა ახალი ამბავი
0