სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოციალურად დაუცველებს დაასაქმებს

© photo: Sputnik / Stringerმუშები ვახუშტის ხიდთან
მუშები ვახუშტის ხიდთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
მინისტრმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველები ძირითადად სამელიორაციო სისტემის განვითარების მიმართულებით დასაქმდებიან.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის 1 მარტიდან დაასაქმოს რამდენიმე ათასი ადამიანი სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, განაცხადა მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს მთავრობა 1 მარტიდან დაიწყებს სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის განხორციელებას. წლის განმავლობაში 100 ათასი ადამიანის დასაქმება იგეგმება.
„ჩვენი უწყება მზად არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მას კონკრეტული სამუშაო ადგილები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველები ძირითადად სამელიორაციო სისტემის განვითარების მიმართულებით დასაქმდებიან.

დასაქმების ახალი პროგრამა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მთავრობა სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე შრომისუნარიან მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კონკრეტულ სამუშაო ადგილებს შესთავაზებს.
პირველ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე შრომისუნარიანი მოქალაქე უარს იტყვის შეთავაზებულ ვაკანსიაზე, ერთი წლის შემდეგ მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადაიხედება.
ხოლო ის ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამაში მოისურვებენ მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0