როგორ უნდა დაიცვან საქართველომ და სომხეთმა თავიანთი ეკონომიკები თურქეთის გავლენისგან?
21:30 16.02.2022 (განახლებულია: 23:26 16.02.2022)
© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanვიდეოხიდი თბილისი-ერევანი თემაზე - „ემუქრება თუ არა სომხეთს „აჭარიზაცია“. პროფესორი თათულ მანასერიანი
© photo: Sputnik / Andranik Ghazaryan
გამოწერა
რამდენად სერიოზულია თურქეთის „ეკონომიკური ინტერვენციის“ საფრთხე და ვინ არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები? – ეს და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს ექსპერტებმა ერევანი–თბილისის ვიდეოხიდის მსვლელობისას.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ყველა ქვეყანას თავისი ეროვნული დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს, განაცხადა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, კვლევითი ცენტრი „ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა თათულ მანასერიანმა.
ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი თემაზე „ემუქრება თუ არა სომხეთს „აჭარიზაცია“ გაიმართა ოთხშაბათს, 16 თებერვალს Sputnik-ის მულტიმედიურ პრეს-ცენტრში. მონაწილეებმა იმსჯელეს საფრთხეებზე, რომლებსაც სომხეთისთვის თურქეთის „ეკონომიკური ინტერვენცია“ და სომხეთ-თურქეთის საზღვრის შესაძლო გახსნა შეიცავდეს, ასევე განიხილეს საქართველო–სომხეთისა და საქართველო–თურქეთის ურთიერთობების განვითარება.
© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanვიდეოხიდი თბილისი-ერევანი თემაზე - „ემუქრება თუ არა სომხეთს „აჭარიზაცია“. პროფესორი თათულ მანასერიანი
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი თემაზე - „ემუქრება თუ არა სომხეთს „აჭარიზაცია“. პროფესორი თათულ მანასერიანი
© photo: Sputnik / Andranik Ghazaryan
„ვფიქრობ, ჩვენი ინტერესები, პირველ რიგში, ჩვენი რეგიონისკენ უნდა მივმართოთ. ჩვენ, მეზობლები, ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მანასერიანმა.
მისი სიტყვებით, საქართველო და სომხეთი საერთო საფრთხეების წინაშე დგანან. მათ შორისაა ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი, დემოგრაფიული საფრთხე, როგორიცაა, მაგალითად, „ტვინების გადინება“, ასევე სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები.
როგორც მანასარიანი ფიქრობს, სომხეთის მოსახლეობა დღეს არ არის მზად თურქეთის ეკონომიკისთვის კარის გასახსნელად, რადგან არ არსებობს ნდობა.
„ჩვენ შეიძლება სულ დავკარგოთ ადგილობრივი მწარმოებელი. ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას. თურქეთის კონკურენტუნარიანობა ერთი თავით მაღლაა. ეს, ერთი მხრივ, არის მასშტაბურობის ეფექტი, როდესაც თვითღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მცირე წარმოების შემთხვევაში“, – აღნიშნა ექსპერტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლებას შეღავათები აქვს დაწესებული საქონლის ექსპორტზე, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას ახალი ბაზრების ათვისება სურს. ზოგადად, ამგვარ პოლიტიკაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ ამან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ისეთი პატარა ეკონომიკების მქონე ქვეყნებს, როგორებიცაა სომხეთი და საქართველო.
თავის მხრივ, ქართველი ექსპერტი, პროფესორი, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევითი ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევებში მთავრობამ ინვესტიციების დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliბადრი ნაჭყებია
ბადრი ნაჭყებია
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili
„პროცესები ზოგჯერ შემაშფოთებელია, – ამბობს ნაჭყებია. – როდესაც ბალანსი ირღვევა და ეკონომიკური შემოსულობების პრიორიტეტი ერთი ქვეყანა ხდება და მისი უპირატესობა ბაზარზე გაცილებით აღემატება დანარჩენებს, ჩნდება გარკვეული კითხვები. ჩვენი კოლეგების შეშფოთება მესმის. სწორედ სახელმწიფოზეა დამოკიდებული ინვესტიციების დივერსიფიცირება“.
მისი თქმით, საქართველო დღეს ამ მიმართულებით მუშაობს, ამ მოთხოვნით პოლიტიკური პარტიები გამოდიან. თუმცა უნდა მოვერიდოთ რადიკალურ საკანონმდებლო ცვლილებებს და მოთხოვნებსაც, მივყვეთ განვითარების ევოლუციურ გეგმას, დარწმუნებულია ექსპერტი.
როგორც პროფესორმა აღნიშნა, ერთი სახელმწიფოდან ინვესტიციების შემოდინება არ უნდა იყოს აბსოლუტურად პრიორიტეტული საქართველოს არცერთ რეგიონში.
ამასთან, ნაჭყებიას სიტყვებით, თურქეთის ინვესტიციები საქართველოსთვის დადებით როლს ასრულებს.
© photo: Sputnik / Stringerვიდეოხიდი თბილისი-ერევანი თემაზე - „ემუქრება თუ არა სომხეთს „აჭარიზაცია“, ბადრი ნაჭყებია
ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი თემაზე - „ემუქრება თუ არა სომხეთს „აჭარიზაცია“, ბადრი ნაჭყებია
© photo: Sputnik / Stringer
„მაგალითად, სათამაშო ბიზნესი. აჭარა აქ ჰაბის როლს ასრულებს. როგორც იცით, თურქეთში ამ სფეროში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც სათამაშო ბიზნესი შეღავათებითა და ყველა უფლებით სარგებლობს. ამიტომ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველო–თურქეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ, აჭარასა და სხვა რეგიონებში ამგვარი დასვენებისთვის ჩამოდიან“, – აღნიშნა ნაჭყებიამ.
როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, ქვეყნებმა ბალანსი უნდა დაიცვან თავისი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სომხეთისთვის ასეთი პარტნიორი რუსეთია.
სომხეთ–თურქეთის ურთიერთობების სიახლე ჯერ კიდევ ბევრ კითხვას გააჩენს, მაგრამ ქვეყანას კარგი ობიექტური პირობები აქვს დაბრკოლებების დასაძლევად, ფიქრობენ ვიდეოხიდის მონაწილეები.