პაელია – ვალენსიური კლასიკა: დეტალური ტექსტობრივი და ვიდეორეცეპტი

© Pixabay / EstudioWebDoceპაელია
პაელია - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
პაელია — ესპანეთის ეროვნული სამზრეულოს კერძია. თუმცა, როგორც თავად ესპანელთა უმეტესობა ირწმუნება, პაელია კონკრეტულად ვალენსიური წარმომავლობისაა.
კლასიკური პაელია, გარდა ბრინჯისა, შეიცავს 6-7 სახეობის თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ქათამს, თეთრ ღვინოს, მწვანილსა და სანელებლებს.
პირველი პაელია, როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში მოუმზადებიათ. რეცეპტი, რომელიც ყველაზე მეტად ჩამოჰგავს თანამედროვე პაელიას, XV საუკუნეს განეკუთვნება.
სხვა გემრიელი და უჩვეულო რეცეპტები იხილეთ აქ:
დღეისათვის პაელიას, სულ ცოტა, 300 რეცეპტი არსებობს. მას ცალკე ზღვის პროდუქტებითაც ამზადებენ, ქათმისა თუ კურდღლის ხორცითაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, მწვანე ლობიოთიც.
ქვემოთ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელსაც ყველაზე მეტად ამსგავსებენ კლასიკურ ვალენსიურ პაელიას.

თქვენ დაგჭირდებათ

კურკუმა – 10 გ;
გრძელმარცვლიანი ბრინჯი — 150 გ;
ზეითუნის ზეთი — 50 მლ;
ხახვი — ერთი თავი;
ნიორი — 3 კბილი;
ქათმის მკერდი — 350 გ;
წითელი ბულგარული წიწაკა — 1 ცალი;
ჩორიზო (ღორის ხორცის მწარე ძეხვი) — 150 გ;
მწვანე ლობიო — 250 გ;
თეთრი თევზი — 250 გ;
მიდიები ნიჟარებში — 350 გ;
თეთრი მშრალი ღვინო — 250 მლ;
კრევეტები — 250 გ;
ქათმის ბულიონი — 150 მლ;
კალმარი — 250 გ;
მარილი და დაფქული ცხარე წითელი წიწაკა — გემოვნებით.

მომზადების წესი

(ვიდეოში წარმოდგენილია პაელიას კიდევ ერთი რეცეპტი)
დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი კურკუმასთან ერთად.
სანამ ბრინჯს ხარშავთ, წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ ტაფაზე გაცხელებულ ზეთში. არ დაბრაწოთ.
დაჭერით ქათმის მკერდი მომცრო ნაჭრებად და ჩაყარეთ ტაფაში ხახვთან ერთად. შუშეთ 4 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.
შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი წითელი ბულგარული, ასევე მწვანე ლობიო და დაჭრილი ჩორიზო. ამზადეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ დაამატეთ კერძს დაჭრილი თევზი, კრევეტები და მიდიები და შუშეთ 8 წუთი.
შემდეგ დაასხით მას ღვინო და ბულიონი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ ერთი წუთის განმავლობაში და დააყარეთ მოხარშული ბრინჯი.
სუფთა ტაფაზე კარგად გააცხელეთ 10 მლ ზეთი და მოაწყვეთ ზედ რგოლებად დაჭრილი კალმარები. შეწვით დაახლოებით 45 წამის განმავლობაში.
როდესაც კალმარები მომზადდება, დაამატეთ ის დანარჩენ ინგრედიენტებს, მოაყარეთ ზემოდან მარილი და დაფქული წიწაკა, კარგად ამოურიეთ და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.
გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0