https://sputnik-georgia.com/20220216/opoziciis-siebi-politikuri-utanxmoebis-axali-tema-gaxda-264507583.html
„აღადგინეთ!“ – ოპოზიციის სიები საქართველოში პოლიტიკური უთანხმოების ახალი თემა გახდა
„აღადგინეთ!“ – ოპოზიციის სიები საქართველოში პოლიტიკური უთანხმოების ახალი თემა გახდა
Sputnik საქართველო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს პროპორციული სიების აღდგენას, რომლებიც მისივე მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა. 16.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-16T20:27+0400
2022-02-16T20:27+0400
2022-02-16T23:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_0:14:1363:781_1920x0_80_0_0_768062e3f8673958582067f173ce5670.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა – აღდგეს გაუქმებული პარტიული სიები, რათა ოპოზიციამ შეძლოს პარლამენტში როტაციის განხორციელება, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკური უთანხმოების ახალი საბაბი გახდა.2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ საქართველოსთვის“, „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პროტესტის ნიშნად ცესკოში თავიანთი პარტიული სიების გაუქმების მოთხოვნით განცხადებები შეიტანეს. ცესკომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.„ქართული ოცნება“ წინააღმდეგიაიმისთვის, რომ პარტიული სიები აღდგეს, საჭიროა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რადგან მოქმედი კანონმდებლობა სიების აღდგენას არ ითვალისწინებს.მმართველ პარტიაში პირდაპირ განაცხადეს, რომ პარტიული სიები არ აღდგება.მისი სიტყვებით, ოპოზიციის პრობლემა არის არა პარტიული სიები, არამედ უარი სხდომებზე დასწრებასა და საპარლამენტო პროცესში მონაწილეობაზე, ახლა კი რადიკალურ ოპოზიციას სხვა მიზნები აქვს.„მერამდენედ იმუქრებიან, ალბათ მესამედ ან მეოთხედ, რომ კომისიას შექმნიან, თუმცა ვერც ადრე, სანამ მანდატებზე საერთოდ არ იყო ჩატარებული განხილვები, და ვერც ახლა ვერ დავინახეთ მათი მობილიზაცია დარბაზში. 49 მხარდამჭერი ჰყავთ და ერთი აკლდებათ?.. დღეს ოპოზიციას აქვს 11-ით მეტი მანდატი, ვიდრე კომისიის შექმნას სჭირდება", – განაცხადა თალაკვაძემ.სააკაშვილის კვალიერთბაშად სამი ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატების გაუქმების შემდეგ პარლამენტში 61 ოპოზიციონერი დეპუტატი დარჩა.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არაადამიანური მოპყრობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რასაც „ნაცმოძრაობა“ ითხოვს, აუცილებელია მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.მაგრამ ამ კომისიის იდეას საპარლამენტო ოპოზიციაში ყველა არ უჭერს მხარს, შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ აგროვებს.პარტიული სიების არსებობის შემთხვევაში კი „ლელოს“ მიერ დაკარგული ორი მანდატი, „ევროპული საქართველოს“, „ნაცმოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ თითო მანდატი ამ კომისიის შესაქმნელად საკმარისი იქნებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_86:0:1278:894_1920x0_80_0_0_8860026233d34d8bff5cfeb868417ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„აღადგინეთ!“ – ოპოზიციის სიები საქართველოში პოლიტიკური უთანხმოების ახალი თემა გახდა
20:27 16.02.2022 (განახლებულია: 23:12 16.02.2022) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს პროპორციული სიების აღდგენას, რომლებიც მისივე მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა – აღდგეს გაუქმებული პარტიული სიები, რათა ოპოზიციამ შეძლოს პარლამენტში როტაციის განხორციელება, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკური უთანხმოების ახალი საბაბი გახდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ საქართველოსთვის“, „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პროტესტის ნიშნად ცესკოში თავიანთი პარტიული სიების გაუქმების მოთხოვნით განცხადებები შეიტანეს. ცესკომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტი და მანდატები წარმომადგენლობით ორგანოში არ არის მათი საკუთრება, ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ მათ, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და აღადგინონ პროპორციული სიები“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
„ქართული ოცნება“ წინააღმდეგია
იმისთვის, რომ პარტიული სიები აღდგეს, საჭიროა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რადგან მოქმედი კანონმდებლობა სიების აღდგენას არ ითვალისწინებს.
მმართველ პარტიაში პირდაპირ განაცხადეს, რომ პარტიული სიები არ აღდგება.
„არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა კანონების შეცვლით გამოვასწოროთ, რადგან ეს იყო მათი შეცდომა და მათ უნდა აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მისი სიტყვებით, ოპოზიციის პრობლემა არის არა პარტიული სიები, არამედ უარი სხდომებზე დასწრებასა და საპარლამენტო პროცესში მონაწილეობაზე, ახლა კი რადიკალურ ოპოზიციას სხვა მიზნები აქვს.
„მერამდენედ იმუქრებიან, ალბათ მესამედ ან მეოთხედ, რომ კომისიას შექმნიან, თუმცა ვერც ადრე, სანამ მანდატებზე საერთოდ არ იყო ჩატარებული განხილვები, და ვერც ახლა ვერ დავინახეთ მათი მობილიზაცია დარბაზში. 49 მხარდამჭერი ჰყავთ და ერთი აკლდებათ?.. დღეს ოპოზიციას აქვს 11-ით მეტი მანდატი, ვიდრე კომისიის შექმნას სჭირდება", – განაცხადა თალაკვაძემ.
ერთბაშად სამი ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატების გაუქმების შემდეგ პარლამენტში 61 ოპოზიციონერი დეპუტატი დარჩა.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არაადამიანური მოპყრობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რასაც „ნაცმოძრაობა“ ითხოვს, აუცილებელია მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.
მაგრამ ამ კომისიის იდეას საპარლამენტო ოპოზიციაში ყველა არ უჭერს მხარს, შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ აგროვებს.
პარტიული სიების არსებობის შემთხვევაში კი „ლელოს“ მიერ დაკარგული ორი მანდატი, „ევროპული საქართველოს“, „ნაცმოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ თითო მანდატი ამ კომისიის შესაქმნელად საკმარისი იქნებოდა.