იანვარში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა: უახლესი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 70 პროცენტით არის გაზრდილი.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2022 წლის იანვრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 70 პროცენტით აღდგა.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, 2022 წლის იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 39.049 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის იანვარში კი 55.895 მგზავრს.
მათი ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია ავიარეისების რაოდენობაც.

„იანვრის თვეში აეროპორტში რეისების 87% აღდგა და აეროპორტი 164 რეისს მოემსახურა (2019 წლის იანვარში – 188 რეისი). ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს", – ნათქვამია ინფორმაციაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა. ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ფრენების აღდგენა.
ყველა ახალი ამბავი
0