არ მინდა ჩემი თაობა საქართველოსთვის დაიკარგოს – 13 წლის ემიგრანტი მუსიკოსის იმპროვიზაციები

© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ თინეიჯერ მუსიკოსს გიორგი შეყილაძეს გაგაცნობთ.
გიორგი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის გახსნილ სკოლაში სწავლობდა. დღეს მისი ცხოვრება მთლიანად მუსიკას უკავია. ერთნაირად უყვარს კლასიკა და ჯაზი. საკუთარი განწყობისა და ემოციების გამოსახატად მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნის და ფორტეპიანოზე ასრულებს. სამომავლოდ სურს, რომ ისინი ფართო აუდიტორიას გააცნოს.
თავიდან გიორგის დედას თამარ ძნელაძეს გავესაუბრეთ.
© courtesy of Tammy Dzneladzeდედასთან, თამარ ძნელაძესთან ერთად
დედასთან, თამარ ძნელაძესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
დედასთან, თამარ ძნელაძესთან ერთად
- ქალბატონო თამარ, მოგვიყევით გიორგიზე, განვითარების რა გზა გაიარა მან ამერიკაში?
- გიორგი თავიდანვე გამორჩეული ბავშვი იყო. გონებრივი განვითარებით თავის ასაკს ბევრად უსწრებდა. ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და ბევრს კითხულობს. როცა გიო პატარა იყო, მე და მის მამას სოსო შეყილაძეს მის ბევრ უცნაურ კითხვაზე პასუხის გაცემა გვიწევდა. დღეს ჩვენი შვილით ორივე ძალიან ვამაყობთ. გიორგი 13 წლისაა და ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული სკოლის (Lyndhurst junior middle school) წარმატებული მოსწავლეა. როცა მეშვიდე კლასში იყო, ის გაგზავნეს მონტკლეარის უნივერსიტეტის (Montclear university) სკოლაში, სადაც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის სპეციალური კლასი იყო გახსნილი. გიორგიმ იქ ორი წელი ისწავლა, შემდეგ ის კლასი გარკვეული მიზეზების გამო დაიხურა.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გიორგი შეყილაძე
- მუსიკასთან მისი ურთიერთობა როგორ დაიწყო?
- პედაგოგების რჩევით ის შევიყვანეთ მუსიკალურ სკოლაში, სადაც შემოქმედებითი აქტიურობით გამოიჩინა თავი. საკუთარი ნაწარმოებების შექმნა და ფორტეპიანოზე მათი შესრულებაც სწორედ იმ სკოლაში სწავლის დროს დაიწყო.
- გიორგი, რას იტყვი საკუთარ თავზე, ამ ასაკში რა არის შენთვის მთავარი?
- მთავარი ადგილი ჩემს ცხოვრებაში ოჯახს, სწავლას და მეგობრებს უკავია. ამ ასაკში ადამიანი სრულად ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ცხოვრების მიზანი უკვე უნდა ჰქონდეს. უნდა იცოდეს მომავალში რა უნდა, რომ გამოვიდეს. დღეს ჩემთვის განათლების მიღებაა მთავარი. მუსიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ ამ ასაკში ფიზიკური ვარჯიშიც აუცილებელია, ამიტომ მთის ველოსპორტით ვარ დაკავებული. ასევე კომპიუტერის გარეშეც წარმოუდგენელია ცხოვრება, ამიტომ საკუთარი კომპიუტერული თამაშის გამოგონებაზეც ვფიქრობ.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე სცენაზე
გიორგი შეყილაძე სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გიორგი შეყილაძე სცენაზე
- ამჟამად სკოლის ლიდერი ხარ, რაში გამოიხატება ეს?
- ჩვენი სკოლა ამერიკის ერთ-ერთ თანამედროვე და პრესტიჟულ სკოლად დასახელდა. ამბიციური ძალიან პატარა ასაკიდან ვარ. წარჩინებული სწავლით ყოველთვის გამოვირჩეოდი და საუკეთესო მოსწავლედ თვითონ მასწავლებლები მასახელებდნენ. კიდევ, სკოლის ჯაზ-ბენდის წევრი ვარ და ფორტეპიანოზე ვუკრავ.
- უნივერსიტეტთან არსებულ ნიჭიერ ბავშვთა კლასში სწავლის დრო როგორ გახსენდება?
- მაშინ და ახლაც ეს ამბავი ჩვეულებრივად მიმაჩნია, რადგან როცა იქ მივედი, ჩემი ასაკის ბევრი ბავშვი დამხვდა. ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან არ გამოვირჩეოდით. იმ სკოლაში სწავლა ძალიან საინტერესო იყო. ცოდნას, რაც იქ შევიძინე, სხვაგან ვერ მივიღებდი. ის სკოლა იმითაც იყო კარგი, რომ სწავლის დროს ბევრი მეგობარი შევიძინე.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გიორგი შეყილაძე
- მუსიკა რა არის შენთვის და კომპოზიციებს როგორ წერ?
- მუსიკა ჩემი სულის გასაღებია. მუსიკის შექმნას დრო სჭირდება და ბევრი შრომა, მაგრამ არის დღეები, როცა თავში ძალიან ბევრი ბგერა და მელოდია მომდის. მაშინვე ვჯდები ფორტეპიანოსთან და ვუკრავ. შეკვეთით წერა არ შემიძლია. ამას წინათ დედამ მთხოვა, მოდი რა, ახლა რაიმე ლამაზი მელოდია დაწერეო. მე ვუთხარი, დე, მუსიკას შეკვეთით ვერ დავწერ, როცა ღმერთი დამიძახებს, მაშინ მივალ პიანინოსთან და რაც მიკარნახა, იმას დავუკრავ–მეთქი. მართლა ასეა, მაგ დროს ტვინში რაღაც უცნაური ხდება, ამიტომ ვთვლი, რომ მუსიკა დაწერო – ეს უფლის ნებაა.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გიორგი შეყილაძე
- კლასიკა, ჯაზი, ბლუზი... თუ იცი საბოლოოდ რომელს აირჩევ?
- არა მგონია, რომ ერთი კონკრეტული რამით შემოვიფარგლო, ყველა მომწონს. ჯაზი, ბლუზი – სრული თავისუფლებაა, მაგრამ კლასიკის ცოდნის გარეშე ვერაფერს შექმნი. წარმატებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი და ბევრი უნდა ვიშრომო. მინდა, რომ სწავლა ჯულიარდის სკოლაში გავაგრძელო. მომავალში ვოცნებობ, რომ ჩემმა ნაწარმოებებმა ბევრ მსმენელამდე მიაღწიოს და მოწონება დაიმსახუროს. მინდა ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე.
© courtesy of Tammy Dzneladzeგიორგი შეყილაძე
გიორგი შეყილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გიორგი შეყილაძე
- როგორ ფიქრობ, საქართველოსთვის რის გაკეთებას შეძლებ, როცა გაიზრდები?
- მე ამერიკაში დავიბადე და აქ ვიზრდები, ეს არის ჩემი სამშობლო, მაგრამ ვიცი, რა არის მთავარი. აქ, ამხელა ქვეყანაში, მთავარია, არ დაივიწყო შენი ფესვები, ის, თუ საიდან ხარ. არ მინდა აქ ჩამოსული ჩემი თაობა საქართველოსთვის დაიკარგოს. ჩვენი ქვეყნისთვის აქედანაც შევძლებთ ბევრი რამის გაკეთებას...
ყველა ახალი ამბავი
0