ფულადი გზავნილები საქართველოში

© Pixabay / pasja1000აშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ვალუტა იტალიიდან შემოვიდა – 33,33 მილიონი დოლარი, რაც ფულადი გადარიცხვების 19,74%-ია.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა და 168,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
2022 წლის იანვარში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა იტალიიდან შემოვიდა. აღნიშნულ პერიოდში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 33,33 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,74%-ია.
იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტალიიდან 22%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
2022 წლის იანვარში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 19,1 მლნ აშშ დოლარით (12,7%) მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2022 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 23,3 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35,3%-ით მეტია.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0