ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 100-ლარიანი კუპიურებია

© photo: Sputnik / Stringer100-ლარიანი კუპიურები
100-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირებს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება–გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადეს ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს თბილისსა და რუსთავში მდებარე 8 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.
ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა 27 ცალი ყალბი 100-ლარიანი და 7 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ასევე ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი დამხმარე ტექნიკური საშუალებები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს („ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება“), რაც სასჯელის სახით 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0