https://sputnik-georgia.com/20220216/batumis-aeroportsi-air-baltic-iwyebs-operirebas-264504160.html
ბათუმის აეროპორტში Air Baltic იწყებს ოპერირებას
ბათუმის აეროპორტში Air Baltic იწყებს ოპერირებას
Sputnik საქართველო
ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა-ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, Airbus 220-ის ტიპის თვითმფრინავებით შეასრულებს.
2022-02-16T18:38+0400
2022-02-16T18:38+0400
2022-02-16T21:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250170377_0:53:1705:1012_1920x0_80_0_0_da6e015abdbeb43fd04753dd78ed666c.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია საქართველოში ოპერირების არეალს აფართოებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2 მაისიდან ავიაკომპანია Air Baltic ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას. ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა–ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, Airbus 220-ის მარკის თვითმფრინავებით შეასრულებს.Air Baltic თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2006 წლიდან ოპერირებს, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რიგის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს დაიწყო შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაკეტილი.1 თებერვლიდან გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ფრენები მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 65%-ით აღდგა.წყარო - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250170377_142:0:1563:1066_1920x0_80_0_0_b3a877839bcb44d1c2663d39dd9e4f5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი აეროპორტი air baltic ოპერირება
ბათუმი აეროპორტი air baltic ოპერირება
ბათუმის აეროპორტში Air Baltic იწყებს ოპერირებას
18:38 16.02.2022 (განახლებულია: 21:19 16.02.2022) ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა–ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, Airbus 220-ის მარკის თვითმფრინავებით შეასრულებს.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია საქართველოში ოპერირების არეალს აფართოებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 მაისიდან ავიაკომპანია Air Baltic ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველად დაიწყებს ოპერირებას. ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ფრენებს რიგა–ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ, Airbus 220-ის მარკის თვითმფრინავებით შეასრულებს.
Air Baltic თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2006 წლიდან ოპერირებს, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე რიგის მიმართულებით ფრენებს კვირაში ოთხჯერ ასრულებს.
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ 2021 წელს დაიწყო შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაკეტილი.
1 თებერვლიდან გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ფრენები მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 65%-ით აღდგა.