ბაღებსა და სკოლებში დროშის აღმართვა სავალდებულო ხდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
გამოწერა
პროექტს ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება, ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ" კანონში შედის. ცვლილებების პროექტი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკორატიული საქართველოს" დეპუტატმა კახა კახიშვილმა მოამზადა და ის პარლამენტმა პირველი მოსმენით, 94 ხმით მიიღო.
როგორც კახიშვილმა პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბავშვები ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობასა და პატივისცემას ბაგა-ბაღის ასაკიდან ისწავლიან.

„დასავლეთის სახელმწიფოებში არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ", – განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილის თქმით, ასევე განიხილავენ, რომ სახელმწიფო დროშის აღმართვა უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც სავალდებულო გახდეს.
კანონპროექტს, მმართველი პარტიის გარდა, მხარს უჭერენ ოპოზიციაშიც. ინიციატივას მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობამ". კანონპროექტი გააკრიტიკა „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომლის განცხადებით, ეს მიდგომა საბჭოთა კავშირს ახსენებს.
ყველა ახალი ამბავი
0