Tbilisi Energy: აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობაა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსახანძრო ეკიპაჟი
სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობას უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი შეიძლება იყოს დაუდევრობა, გაზის დანადგარის თვითნებური დემონტაჟი ან გადაადგილება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს განცხადებაში.
საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე მდებარე ბინაში აფეთქება დღეს, დილით მოხდა.
კომპანიის ცნობით, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი სპეციალისტების მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაშავდა, რომელიც ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
წყარო: Tbilisi Energy
ყველა ახალი ამბავი
0