თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

© Facebook / Tamaz Mechiauriთამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
მეჭიაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით კლინიკაში დაახლოებით ორი კვირის წინ გადაიყვანეს.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის ვაჟმა ზაზა მეჭიაურმა გაავრცელა.
67 წლის მეჭიაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 29 იანვარს შეიყვანეს, მას ფილტვების 85% ჰქონდა დაზიანებული და ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობის კურსს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„ვაჟკაცურად იბრძოლა, მარადისობაში გადავიდა. უფალს ვაბარებთ, მამა, შენ ნათელ სულს", – დაწერა ზაზა მეჭიაურმა.
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
არ დანებდე, იბრძოლე: თამაზ მეჭიაური ფილტვების დაზიანებით კოვიდ-კლინიკაშია მოთავსებული
თამაზ მეჭიაური 1995–2004 წლებში იყო საქართველოს მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2012–2016 წლებში – მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება" 2016 წლის მაისში, საპარლამენტო არჩევნების წინ დატოვა და დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეჭიაურმა სახელისუფლებო კანდიდატი დაამარცხა და თიანეთის მერი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0