https://sputnik-georgia.com/20220215/salome-chachua-irlandieli-mewyvile-deda-264455205.html
სალომე ჭაჭუას ირლანდიელმა მეწყვილემ დედა გააცნო – რა ხდება წყვილს შორის? – ფოტო
სალომე ჭაჭუას ირლანდიელმა მეწყვილემ დედა გააცნო – რა ხდება წყვილს შორის? – ფოტო
Sputnik საქართველო
სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე 27 წლის მორაგბეა. 15.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-15T14:01+0400
2022-02-15T14:01+0400
2022-02-15T18:10+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0e/249706086_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_c9545fd63d979d92d2183b8e36eb3990.jpg
უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და ღირსეულ პარტნიორობას უწევს მორაგბე ჯორდან კონროის.ცოტა ხნის წინ ჯორდანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი ნომერ პირველი ფანი დედაა და ძალიან ამაყია, რომ დედა მის საგულშემატკივროდ მივიდა. არაჩვეულებრივი ცეკვის ქორეოგრაფიისთვის კი სალომეს უხდის მადლობას.როგორც 27 წლის მორაგბემ პროექტის დაწყების წინ მასმედიასთან განაცხადა, ის მზად არის მორაგბის ფეხსაცმელი დროებით ცეკვის ფეხსაცმელზე გაცვალოს და იმედი აქვს, რომ შოუში გამარჯვებას მოიპოვებს. ჯორდან კონროი დასაოჯახებელია. მორაგბე 10 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად დედასთან ერთად ირლანდიაში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მამამ მათზე იძალადა. სპეციალურად მათზე მომზადებულ ფილმში მორაგბის დედა ჯენი ჰყვება, რომ ერთ დღეს, როდესაც შინ დაბრუნდა, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მან საკუთარი თვალით ნახა, რომ მისი ყოფილი ქმარი შვილს ხალხის წინაშე სათამაშო მოედანზე სცემდა.ერთ ღამეს კი ჯორდანის მამამ კარი შეამტვრია და ყოფილ ცოლსა და შვილს დანით დაესხა თავს. მამაკაცი ითხოვდა, რომ ყოფილ ცოლს მასთან ერთად ეცხოვრა.„თავდასხმისას ჯორდანი გარეთ გავარდა და ყვირილი დაიწყო, ჩემი შვილი დახმარებას ითხოვდა. უცხო ადამიანებმა პოლიცია გამოიძახეს და ასე გადავრჩით. ამის შემდეგ ბარგი ჩავალაგეთ და ირლანდიაში გადმოვედით საცხოვრებლად“, – ამბობსა სპორტსმენის დედა ინტერვიუში.სალომე ჭაჭუასთვის უცხოურ პროექტში მონაწილეობის ეს მეორე შემთხვევაა. მოცეკვავე 2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე ბეირუთის „ცეკვავენ ვარკვლავებში“ ქორეოგრაფად იყო მიწვეული.
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0e/249706086_0:0:1001:751_1920x0_80_0_0_4c20b35bd539161ecea98ac36e253727.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სალომე ჭაჭუა ირლანდიელი მეწყვილე დედა გაცნობა ფოტო წყვილი
სალომე ჭაჭუა ირლანდიელი მეწყვილე დედა გაცნობა ფოტო წყვილი
სალომე ჭაჭუას ირლანდიელმა მეწყვილემ დედა გააცნო – რა ხდება წყვილს შორის? – ფოტო
14:01 15.02.2022 (განახლებულია: 18:10 15.02.2022) სალომე ჭაჭუას ირლანდიელი მეწყვილე 27 წლის მორაგბეა.
უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს და ღირსეულ პარტნიორობას უწევს მორაგბე ჯორდან კონროის.
ცოტა ხნის წინ ჯორდანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი ნომერ პირველი ფანი დედაა და ძალიან ამაყია, რომ დედა მის საგულშემატკივროდ მივიდა. არაჩვეულებრივი ცეკვის ქორეოგრაფიისთვის კი სალომეს უხდის მადლობას.
როგორც 27 წლის მორაგბემ პროექტის დაწყების წინ მასმედიასთან განაცხადა, ის მზად არის მორაგბის ფეხსაცმელი დროებით ცეკვის ფეხსაცმელზე გაცვალოს და იმედი აქვს, რომ შოუში გამარჯვებას მოიპოვებს.
ჯორდან კონროი დასაოჯახებელია. მორაგბე 10 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად დედასთან ერთად ირლანდიაში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მამამ მათზე იძალადა. სპეციალურად მათზე მომზადებულ ფილმში მორაგბის დედა ჯენი ჰყვება, რომ ერთ დღეს, როდესაც შინ დაბრუნდა, მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მან საკუთარი თვალით ნახა, რომ მისი ყოფილი ქმარი შვილს ხალხის წინაშე სათამაშო მოედანზე სცემდა.
ერთ ღამეს კი ჯორდანის მამამ კარი შეამტვრია და ყოფილ ცოლსა და შვილს დანით დაესხა თავს. მამაკაცი ითხოვდა, რომ ყოფილ ცოლს მასთან ერთად ეცხოვრა.
„თავდასხმისას ჯორდანი გარეთ გავარდა და ყვირილი დაიწყო, ჩემი შვილი დახმარებას ითხოვდა. უცხო ადამიანებმა პოლიცია გამოიძახეს და ასე გადავრჩით. ამის შემდეგ ბარგი ჩავალაგეთ და ირლანდიაში გადმოვედით საცხოვრებლად“, – ამბობსა სპორტსმენის დედა ინტერვიუში.
სალომე ჭაჭუასთვის უცხოურ პროექტში მონაწილეობის ეს მეორე შემთხვევაა. მოცეკვავე 2020 წელს, პანდემიის დაწყებამდე ბეირუთის „ცეკვავენ ვარკვლავებში“ ქორეოგრაფად იყო მიწვეული.