როგორია დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
აფეთქების მიზეზის დასადგენად შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცს სხეულის 20%-ის თერმული დამწვრობა აღენიშნება, განუცხადა ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს, დილით მოხდა, რის შედეგადაც შუახნის მამაკაცი დაშავდა.
ამ დროისათვის დაშავებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტმა დაზიანებები, სავარაუდოდ, დაგროვილი გაზის აფეთქების შედეგად მიიღო.
„მამაკაცს დამწვრობა აქვს მიღებული სახეზე, ორივე მტევანზე, წინა მხრებზე, გულ-მკერდის გარკვეულ ნაწილზე. მისი დიაგნოზია სხეულის 20%-ის თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების თერმული დაზიანება. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
ყველა ახალი ამბავი
0