პეკინის ოლიმპიადა: მოკლე პროგრამის შემდეგ ვალიევა ლიდერობს

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიკამილა ვალიევა
კამილა ვალიევა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა 65,4 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. რუსი მოციგურავე კამილა ვალიევა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ პირველ ადგილზეა.
თავისი გამოსვლისთვის რუსმა სპორტსმენმა 82,16 ქულა მიიღო. მეორე ადგილზეა ანა შჩერბაკოვა (80,20), მესამეზე – იაპონელი კაორი საკამოტო (79,84). რუსეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექსანდრა ტრუსოვა (74,60) მეოთხე ადგილს იკავებს.
© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიანა შჩერბაკოვა
Анна Щербакова выступает с короткой программой на XXIV зимних Олимпийских играх в Пекине - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ანა შჩერბაკოვა
საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამაში 65,4 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა.
მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას 17 თებერვალს წარმოადგენენ.
© photo: Sputnik / Aleksander Vil'f / გადასვლა მედიაბანკშიანასტასია გუბანოვა
Анастасия Губанова (Грузия) выступает в короткой программе на XXIV зимних Олимпийских играх в Пекине - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ანასტასია გუბანოვა
დოპინგ-ტესტირების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) 11 თებერვალს განაცხადა, რომ კამილა ვალიევასთვის გასული წლის 25 დეკემბერს აღებულმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა „ტრიმეტაზიდინზე“, მაგრამ სტოკჰოლმის ანტიდოპინგურმა ლაბორატორიამ მათ მონაცემები მხოლოდ 8 თებერვალს გადასცა — რუსი მოციგურავეების ტრიუმფის მეორე დღეს.
9 თებერვალს რუსეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ ვალიევა დროებით ჩამოაშორა ვარჯიშებსა და გამოსვლებს, თუმცა შეზღუდვა მეორე დღესვე მოხსნა — სპორტსმენის მხრიდან აპელაციის შემდეგ.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ASU) ამ გადაწყვეტილების სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრება სცადეს, რაზეც მათ უარი ეთქვათ.
ყველა ახალი ამბავი
0