„სახლი, სადაც სიყვარული და სითბოა“ – „წალდუნას“ ქართული ნაწარმი ოჯახური სიმყუდროვისთვის

© courtesy of Oto Munjishviliოთო მუნჯიშვილი ქალიშვილებთან ერთად
ოთო მუნჯიშვილი ქალიშვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2023
გამოწერა
მათი საცხოვრებელი სახლი დღეს გადაქცეულია ერთ დიდ სახელოსნოდ, სადაც სიამოვნებით და სიყვარულით საქმიანობენ. რაც მთავარია, მათი შექმნილი უკვე ბევრს მოსწონს. გარდა ამისა, სახლისა და ეზოს კედლებიც საკუთარი ხელით მოხატეს.
ოთო მუნჯიშვილი პროფესიით ინფორმატიკის ინჟინერია, მაგრამ სულ სხვა მიმართულებითაა დაკავებული. ის სახლის ორიგინალურ დეკორს, ეზოს ავეჯს და სხვადასხვა სახის აქსესუარებს ამზადებს. საამისოდ ძირითადად ხის მასალას იყენებს. ამიტომ თავისი ნაწარმისთვის ქართული, ორიგინალური სახელწოდება „წალდუნა“ შეარჩია.
მისი ნამუშევრები ეკოლოგიურად სუფთაა და მათ ხელით, ლაზერული ჭრის გარეშე ქმნის. ამ საოჯახო საქმიანობაში მას მეუღლე მაია მეზვრიშვილიც ეხმარება.
© courtesy of Oto Munjishviliოთო მუნჯიშვილი და მისი მეუღლე მაია მეზვრიშვილი
ოთო მუნჯიშვილი და მისი მეუღლე მაია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ოთო მუნჯიშვილი და მისი მეუღლე მაია მეზვრიშვილი
- ოთო, თქვენი პირველი ნამუშევარი თუ გახსოვთ?
- ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ხის პატარა ხომალდი, რომელზეც დიდი მონდომებით ვიმუშავე. სწავლის დასრულების შემდეგ ხეზე კვეთის გაკვეთილებზე დავდიოდი. პარალელურად ვხატავდი და სახასიათო პერსონაჟებს ვქმნიდი. როცა დავინახე, რომ ამან დიდი ინტერესი გამოიწვია, მას შემდეგ არც გავჩერებულვარ. ჩემი ყველა ნამუშევარი ლაზერული ჭრის გარეშე, ხელით იქმნება.
© courtesy of Oto Munjishviliოთო მუნჯიშვილის ბრენდ „წალდუნას“ ხისგან დამზადებული ეზოს ავეჯი
ოთო მუნჯიშვილის  ბრენდ „წალდულას“ ხისგან დამზადებული ეზოს ავეჯი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ოთო მუნჯიშვილის ბრენდ „წალდუნას“ ხისგან დამზადებული ეზოს ავეჯი
- ავეჯის გარდა ხისგან ნიღბებს და უცნაურ კომპოზიციებსაც ამზადებთ...
- ეზოს ავეჯს უკვე სეზონურად ვამზადებთ. ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა სახის დეკორაციებს, ხის პატარა სახლებს, ორიგინალურ კომპოზიციებს, ხის ნიღბებს. მათგან დათა თუთაშხიას ნიღაბს გამოვარჩევდი. პირველი თმის სამაგრი ჩემი მეუღლის თხოვნით დავამზადე. მას სურდა რაიმე მარტივი, ლამაზი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული გამეკეთებინა და, ვფიქრობ, გამომივიდა.
© courtesy of Oto Munjishviliხისგან დამზადებული თმის სამაგრები
ხისგან დამზადებული თმის სამაგრები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ხისგან დამზადებული თმის სამაგრები
- ყველაზე დიდი მოთხოვნა რაზეა?
- ვფიქრობ, ამ ეტაპზე სახლის დეკორებსა და თმის აქსესუარებზეა დიდი მოთხოვნა. მომხმარებელი საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებულია, ამიტომ ხელოვანს უნდა შეეძლოს, რომ სიახლე მუდმივად მიაწოდოს, რათა მისი ნამუშევრების მიმართ ინტერესი არ დაკარგონ.
© courtesy of Oto Munjishvili„წალდუნას“ ნაწარმი
„წალდუნას“ ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
„წალდუნას“ ნაწარმი
- სახელი „წალდუნა“ ხალხური ზღაპრიდან შეარჩიეთ...
- დიახ, ინსპირაცია ეგ გახდა. რაღაც ძალიან ქართული, საყვარელი და დასამახსოვრებლად მარტივი გვინდოდა. მგონი, ზუსტად შევარჩიეთ.
© courtesy of Oto Munjishvili„წალდუნას“ ნაწარმი
„წალდუნას“ ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
„წალდუნას“ ნაწარმი
- უცხოეთში თუ შეიძინეს თქვენი ნამუშევრები, ან ინტერესი თუ გამოთქვეს?
- უცხოეთიდან რამდენჯერმე იყო გამოხმაურება, ძირითადად საბერძნეთიდან და თურქეთიდან, საიდანაც ქართველი ემიგრანტები დაგვიკავშირდნენ. მათ შეიძინეს კიდეც ჩვენგან ნივთები, რომლებიც უკვე გადავუგზავნეთ.
© courtesy of Oto Munjishviliდათა თუთაშხიას პერსონაჟი
დათა თუთაშხიას პერსონაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
დათა თუთაშხიას პერსონაჟი
მაია მეზვრიშვილი, ოთო მუნჯიშვილის მეუღლე:
- მაია, ყველაფერი კარგი ერთ მშვენიერ დღეს იწყება, „წალდუნა“ როდის გაჩნდა?
- ყველაფერი ახალი წლისთვის მოსამზადებელ დღეებში დაიწყო, როდესაც ჩემი მეუღლის ტელეფონზე ზარი გაისმა. საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. შემდეგ ოთომ გადმომცა, რომ შეკვეთის მოცემა სურდათ და მეგობრისთვის განსხვავებული ორიგინალური საშობაო საჩუქრის დამზადებას ჩვენ გვანდობდნენ. ბევრი არ გვიფიქრია და დავთანხმდით. საჩუქრის ადრესატი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ ამან სტიმული მოგვცა კიდევ გვეცადა. მერე ხის ნამუშევრები ჩვენს გვერდზე განვათავსეთ. ფუნქციებიც გადავინაწილეთ – მე „წალდუნას“ (Tsaldula) გვერდის პიარი და მენეჯმენტი მაბარია. ვფიქრობ, ჩემს ფუნქციას კარგად ვუმკლავდები.
© courtesy of Oto Munjishviliოთო მუნჯიშვილის სახლის გარემო
ოთო მუნჯიშვილის სახლის გარემო - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ოთო მუნჯიშვილის სახლის გარემო
- უშუალოდ საქმიანობის დროს თუ ეხმარებით?
- ოთო ნამდვილი ხელოვანია, რომელსაც შეუძლია, რომ უბრალოდ მიგდებული ნებისმიერი ნივთი, მაგალითად, ხის ფესვები ულამაზეს ფუნქციონალურ ნივთად გადააქციოს. ჩემთვის ის „ხის ჯადოქარია“. მე მას პატარა დეტალების შეღებვასა და აწყობაში ვეხმარები, დანარჩენი მისი საქმეა. ყველა შეკვეთას ყურადღებით ეკიდება, მაგრამ, ჩემი აზრით, როცა რაიმეს საკუთარი სურვილით ამზადებს, მაშინ ბევრად უფრო საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. ჩვენი ხელნაკეთი ნამუშევრები ეკოლოგიურად სუფთაა და ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
© courtesy of Oto Munjishvili„წალდუნას“ ნაწარმი
„წალდუნას“ ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
„წალდუნას“ ნაწარმი
- ორი პატარა გოგონა გყავთ, რაიმე სახით თუ გამოხატავენ ამ საქმისადმი ინტერესს?
- ორივე კარგად ხატავს, მაგრამ ჯერჯერობით ამ საქმეში რომ ჩაერთონ, ნაადრევია. სამომავლოდ, როცა ბავშვები ასეთ გარემოში იზრდებიან და უყურებენ რით არიან მათი მშობლები დაკავებული, გამორიცხული არ არის, მათაც გაუჩნდეთ სურვილი, რომ შემოგვიერთდნენ.
© courtesy of Oto Munjishviliავტორი: ოთო მუნჯიშვილი
ავტორი: ოთო მუნჯიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
ავტორი: ოთო მუნჯიშვილი
- თქვენს ნაწარმს ხშირად აქვს წარწერა: „სახლი, სადაც სიყვარული და სითბოა“. რეალურად რა არის ამისთვის საჭირო?
- ამ ეტაპზე ჩვენი საცხოვრებელი სახლი გადავაქციეთ ერთ დიდ სახელოსნოდ, სადაც სიამოვნებით და სიყვარულით ვამზადებთ თითოეულ ნამუშევარს. ჩვენი სახლის კედლები და ეზო ლამაზად მოვხატეთ და ისინი საკუთარი ხელით გაკეთებული უამრავი აქსესუარით დავამშვენეთ. ასეთ წარწერას ჩვენს ნამუშევრებს შემთხვევით არ ვუკეთებთ. სახლი – შენი სამყაროა, სადაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად გრძნობ. სითბოს და სიმყუდროვეს, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანები ქმნიან. ჩვენი ლამაზი ნივთები კი, დარწმუნებული ვარ, ამაში ეხმარება...
ყველა ახალი ამბავი
0