Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კონჩიტა ვურსტმა ისევ კაცად ყოფნა გადაწყვიტა – უახლეს ფოტოებზე მისი ცნობა გაგიჭირდებათ

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიკონჩიტა ვურსტი
კონჩიტა ვურსტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
კონჩიტა ვურსტი მაყურებელმა „ევროვიზიაზე“ გამოსვლის დროს გაიცნო.
ყველას გვახსოვს 2014 წელს კოპენჰაგენში გამართული „ევროვიზიის“ ეპატაჟური და ძალიან სკანდალური გამარჯვებული კონჩიტა.
გარდა საკუთარი ვოკალური შესაძლებლობებისა, კონჩიტამ ადამიანების ყურადღება თავისი განსაკუთრებული სტილითაც მიიქცია — ევროპის უდიდეს სცენაზე, რომლისკენაც მილიონობით მაყურებლის ყურადღება იყო მიპყრობილი, ის ულამაზესი კაბითა და მოშვებული წვერით წარდგა, რაც მას ყველა სხვა კონკურსანტისგან გამოარჩევდა.
კონჩიტა ვურსტის შესახებ მაშინ მსოფლიო მედია წერდა და მას „ქალი წვერით“ შეარქვეს მისი უცნაური იმიჯის გამო.
კონჩიტა ვურსტის ნამდვილი სახელია ტომ ნოივირტი. როგორც ჩანს, „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შედეგ მუსიკოსმა სასცენო დივას იმიჯისგან გათავისუფლება და ძველი იერის დაბრუნება გადაწყვიტა.
ახალ ფოტოებზე მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0