Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: იანვარი–თებერვალში ლეტალობის პროცენტი შემცირებულია

© photo: Sputnik / Stringerპანდემია. პირბადიანი ადამიანები
პანდემია. პირბადიანი ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
„ომიკრონი" შედარებით იოლად მიმდინარეობს, მაგრამ ამ შტამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის" ფონზე იანვარი–თებერვალში ლეტალობის პროცენტი სერიოზულად დაკლებულია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით, თუმცა მაინც დამშვიდებისკენ მიდის.

„გასაგებია, რომ ნებისმიერი ერთი გარდაცვალებაც ტრაგედიაა, მაგრამ ლეტალობის პროცენტი „ომიკრონის" ფონზე იანვარ-თებერვალში სერიოზულადაა დაკლებული. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,5%-2%-იც გვქონია და დღეს ეს ჩამოსულია 0,5-0,3%-ის ფარგლებში", – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1.480.841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1.289.168, გარდაიცვალა 15.628 პაციენტი.
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: კლინიკებში მყოფი 6 ათასი პაციენტიდან 95%-მდე აუცრელია
ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასის ფარგლებშია, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის" სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0