https://sputnik-georgia.com/20220215/fotsi-axalsobilis-mkvlelobistvis-dakavebuli-deda-klinikasi-gadaiyvanes-264473142.html
ფოთში ახალშობილის მკვლელობისთვის დაკავებული დედა კლინიკაში გადაიყვანეს
ფოთში ახალშობილის მკვლელობისთვის დაკავებული დედა კლინიკაში გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, ქალმა ხუთი დღის წინ იმშობიარა, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
2022-02-15T21:05+0400
2022-02-15T21:05+0400
2022-02-15T22:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
ფოთის მუნიციპალიტეტი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263550387_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_c62c9598b4ae912505a81baf23dc5ed9.jpg
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებული ბავშვის დედა დამატებით კვლევებზე ბადრაგის თანხლებით ფოთის სამშობიარო კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანეს.შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც ფოთში მრავალბინიანი სახლის საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. სანტექნიკოსებმა საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ ახალშობის მკვლელობის ბრალდებით მისი დედა უკვე დააკავა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქალი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.აღსანიშნავია, რომ როგორც სანტექნიკოსი აცხადებს, ის სწორედ ამ ქალმა გამოიძახა და მის გვერდით იყო იმ დროს, როდესაც მან მილში ჩვილის ცხედარი იპოვა. ხელოსნის თქმით, პოლიციაც ამ ოჯახმა გამოიძახა. მედიკოსების ინფორმაციით, ქალმა დაახლოებით ხუთი დღის წინ იმშობიარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე მას გართულება არ აღენიშნება.კვლევების შემდეგ გარდაცვლილი ახალშობილის დედამ კლინიკა კვლავ ბადრაგის თანხმლებით დატოვა. სავარაუდოდ, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.მედიის ინფორმაციით, ქალი 34 წლისაა, ფოთში ცხოვრობს მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად.გარდაცვლილ ჩვილს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ცოცხალი იყო თუ არა ის იმ დროს, როდესაც დედამ საკანალიზაციო სისტემაში ჩააგდო.მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263550387_0:0:1177:883_1920x0_80_0_0_ecee08a9c84db50baca5a06c12074e7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფოთი ახალშობილი მკვლელობა დედა ექსპერტიზა
ფოთი ახალშობილი მკვლელობა დედა ექსპერტიზა
ფოთში ახალშობილის მკვლელობისთვის დაკავებული დედა კლინიკაში გადაიყვანეს
21:05 15.02.2022 (განახლებულია: 22:44 15.02.2022) როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, ქალმა ხუთი დღის წინ იმშობიარა, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებული ბავშვის დედა დამატებით კვლევებზე ბადრაგის თანხლებით ფოთის სამშობიარო კლინიკა „ბომონდში“ გადაიყვანეს.
შემთხვევის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როდესაც ფოთში მრავალბინიანი სახლის საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს. სანტექნიკოსებმა საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ ახალშობის მკვლელობის ბრალდებით მისი დედა უკვე დააკავა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქალი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ როგორც სანტექნიკოსი აცხადებს, ის სწორედ ამ ქალმა გამოიძახა და მის გვერდით იყო იმ დროს, როდესაც მან მილში ჩვილის ცხედარი იპოვა. ხელოსნის თქმით, პოლიციაც ამ ოჯახმა გამოიძახა.
მედიკოსების ინფორმაციით, ქალმა დაახლოებით ხუთი დღის წინ იმშობიარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე მას გართულება არ აღენიშნება.
კვლევების შემდეგ გარდაცვლილი ახალშობილის დედამ კლინიკა კვლავ ბადრაგის თანხმლებით დატოვა. სავარაუდოდ, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.
მედიის ინფორმაციით, ქალი 34 წლისაა, ფოთში ცხოვრობს მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად.
გარდაცვლილ ჩვილს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ცოცხალი იყო თუ არა ის იმ დროს, როდესაც დედამ საკანალიზაციო სისტემაში ჩააგდო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.