Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი როზი...“ – დალი ჩიტალაძემ ქმარი გამოაჩინა – ვიდეო

© Facebook / Dali Chitaladzeდალი ჩიტალაძე
დალი ჩიტალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2022
გამოწერა
დალი ჩიტალაძის ქმარს საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს და არც სოციალური ქსელებით სარგებლობს.
გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალბატონი – ამ ეპითეტებით ხშირად დალი ჩიტალაძეზე საუბრობენ. მოდის ექსპერტი ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გადაცემა „მასტერშეფის“ შემდეგ გაიზარდა. მოდის ექსპერტი 59 წლის გახლავთ და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
როგორც დალი ინტერვიუებში ჰყვება, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. წერდა სიმღერებსაც, თუმცა მოდა ყოველთვის პირველი იყო მის ცხოვრებაში. მუდამ მოღიმარი და პოზიტიური დალი ჩიტალაძის ცხოვრება არც ისე მარტივად წარიმართა. მიუხედავად უდარდელი და ხალისიანი ბავშვობისა, მას მარტო, შვილთან ერთად, ემიგრაციაში მოუწია ყოფნა, სადაც „ვერსაჩეს“ სახლში მუშაობამდე რესტორანში მღეროდა.
ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეიტყო ძმის გარდაცვალება, შემდეგ დაც გარდაეცვალა და ამ ტკივილს წლების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად გრძნობს, როდესაც მშობლები მოხუცდნენ და მათ ავადმყოფობასთან შეჭიდება მარტოს უწევს.

„მხოლოდ 39 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ თურმე საჭიროა ოჯახის შექმნა, მივხვდი, რომ დავიღალე მარტო. მე თვითონ ვიყავი ოჯახში ქალიც და კაციც. ემიგრაცია ძალიან რთულია, თან ბავშვთან ერთად რომ ხარ, ბავშვის სწავლა-განათლება, ათასი საჭიროება. ზუსტად იმ დროს გავთხოვდი, როცა საჭირო იყო. ცივილიზებული ქართველი ძალიან საინტერესო და განსხვავებულია. ეს კარგად დავინახე, როდესაც ამერიკაში ვცხოვრობდი“, – აცხადებს დალი ჩიტალაძე.

მოდის ექსპერტი 20 წელია ქორწინებაში იმყოფება. როგორც დალი ამბობს, მის მეუღლეს საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, არც სოციალური ქსელებით სარგებლობს.
ყველა ახალი ამბავი
0