https://sputnik-georgia.com/20220215/batumsi-gareganatebis-sistemas-ganaaxleben-264444059.html
ბათუმში გარე განათების სისტემას განაახლებენ
ბათუმში გარე განათების სისტემას განაახლებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს დიდი ქალაქები და მათ შორის, ბათუმი, გადადიან ეკონომიკური განათების სისტემაზე. ჩვეულებრივი ნათურები თანამედროვე LED სანათებით იცვლება.
2022-02-15T11:08+0400
2022-02-15T11:08+0400
2022-02-15T15:54+0400
ბათუმი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/79/241767987_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_187c56d8ce35393ae59266a603ceda53.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ბათუმის მერია ქალაქის გარე განათების სისტემების მთლიანად გასაახლებლად დაახლოებით 29 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.საქართველოში დიდი ქალაქები თანდათან გადადიან ეკონომიური განათების სისტემებზე. ჩვეულებრივი ნათურები თანამედროვე LED სანათებით იცვლება.უკვე გამოცხადებულია ტენდერი ქალაქში განათების შესაცვლელად და გამარჯვებულიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ნათქვამია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.შავიზღვისპირა კურორტზე სულ 14.555 ერთეული სანათი შეიცვლება. მერიაში აცხადებენ, რომ გარე განათების სისტემა ეკონომიურ სანათებზე გადასვლის შემდეგ 10 წელი იმუშავებს.გარე განათების შეცვლას ერთი წელი დასჭირდება.დიდი ქალაქების მასშტაბით სანათების ეკონომიურით ჩანაცვლებით ელექტროენერგიის ხარჯების შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში.სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, ვინაიდან იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.წყარო: ბათუმის მერია
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/79/241767987_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_3d4696d348650c2afc4c731c3f775103.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი გარეგანათება სანათები
ბათუმი გარეგანათება სანათები
ბათუმში გარე განათების სისტემას განაახლებენ
11:08 15.02.2022 (განახლებულია: 15:54 15.02.2022) გარე განათების სისტემაში ჩვეულებრივი ნათურების ეკონომიურით ჩანაცვლების პროცესი ბათუმში ერთი წელი გაგრძელდება.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ბათუმის მერია ქალაქის გარე განათების სისტემების მთლიანად გასაახლებლად დაახლოებით 29 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
საქართველოში დიდი ქალაქები თანდათან გადადიან ეკონომიური განათების სისტემებზე. ჩვეულებრივი ნათურები თანამედროვე LED სანათებით იცვლება.
უკვე გამოცხადებულია ტენდერი ქალაქში განათების შესაცვლელად და გამარჯვებულიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ნათქვამია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.
შავიზღვისპირა კურორტზე სულ 14.555 ერთეული სანათი შეიცვლება. მერიაში აცხადებენ, რომ გარე განათების სისტემა ეკონომიურ სანათებზე გადასვლის შემდეგ 10 წელი იმუშავებს.
გარე განათების შეცვლას ერთი წელი დასჭირდება.
დიდი ქალაქების მასშტაბით სანათების ეკონომიურით ჩანაცვლებით ელექტროენერგიის ხარჯების შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში.
სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, ვინაიდან იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.