თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სადგერის, ჩხენკელის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, საინგილოს, გალავნის, ხივინის და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფატმანის, ნესტან-დარეჯანის, რამაზის, შერმადინის, ნოკო ბურის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, სალხინოს, 9 ძმა ხერხეულიძის, გრიშაშვილის და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0