https://sputnik-georgia.com/20220214/tbilisis-semogarensi-gzebi-tovlisgan-iwmindeba-264431066.html
თბილისის შემოგარენში გზები თოვლისგან იწმინდება
თბილისის შემოგარენში გზები თოვლისგან იწმინდება
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიმდინარე სამუშაოებს კოჯორში დაესწრო.
2022-02-14T18:50+0400
2022-02-14T18:50+0400
2022-02-14T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/250996011_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_c6eaf20b32125d3d4080abe174ec3edf.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქში მოსული თოვლის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გზების გაწმენდის სამუშაოები დილის 5 საათზე დაიწყო. წყნეთში, კოჯორსა და მიმდებარე სოფლებში ცენტრალური გზები გასუფთავებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა.ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე კოჯორში დაესწრო.თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაყრილია დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, ბეთანიაში, დიდგორსა და თელოვანში.გზების გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.საქართველოში შენარჩუნებულია ცივი ამინდი, ზოგან თოვს. დედაქალაქშიც დილიდან თოვდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა სამშაბათამდე შენარჩუნდება, ხვალ დედაქალაქში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ოთხშაბათიდან კი თბილისში შედარებით გამოიდარებს – ნალექი შეწყდება და უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/250996011_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_16a347a34446bf7c2e439f1e1a372832.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი შემოგარენი გზები თოვლი
თბილისი შემოგარენი გზები თოვლი
თბილისის შემოგარენში გზები თოვლისგან იწმინდება
18:50 14.02.2022 (განახლებულია: 22:04 14.02.2022) დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიმდინარე სამუშაოებს კოჯორში დაესწრო.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქში მოსული თოვლის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გზების გაწმენდის სამუშაოები დილის 5 საათზე დაიწყო. წყნეთში, კოჯორსა და მიმდებარე სოფლებში ცენტრალური გზები გასუფთავებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა.
ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე კოჯორში დაესწრო.
„დაახლოებით 120 ტონა ტექნიკური მარილი გამოვიყენეთ ამ სამუშაოებისთვის. მთავარია, რომ გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი. პრობლემები არ შექმნილა, ტექნიკა და პერსონალი მობილიზებულია. თუ საჭირო იქნა, გაწმენდის ღონისძიებებს კიდევ გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაყრილია დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, ბეთანიაში, დიდგორსა და თელოვანში.
გზების გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.
საქართველოში შენარჩუნებულია ცივი ამინდი, ზოგან თოვს. დედაქალაქშიც დილიდან თოვდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა სამშაბათამდე შენარჩუნდება, ხვალ დედაქალაქში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ოთხშაბათიდან კი თბილისში შედარებით გამოიდარებს – ნალექი შეწყდება და უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.