საუნივერსიტეტო კლინიკის მეხუთე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანები და საპატრულო პოლიცია
სასწრაფო დახმარების მანქანები და საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მეხუთე სართულიდან, სავარაუდოდ, კოვიდ-პაციენტი, 65 წლის მამაკაცი გადმოხტა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, პაციენტს კლინიკა ხვალ უნდა დაეტოვებინა.

„რაღაცით გააღო ფანჯარა და გადახტა. პალატაში ორნი იყვნენ. ერთი გაეწერა, ეს დარჩენილი იყო", – განაცხადა ტურძელაძემ „TV პირველთან" საუბრისას.

ტურძელაძის თქმით, პაციენტს ანალიზები უკვე ნორმაში ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოსული იყო.
რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ყველა ახალი ამბავი
0