https://sputnik-georgia.com/20220214/saqartvelos-ziudos-nakrebis-semadgenloba-tel-avivis-didi-slemis-turnirze-264438774.html
საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის დიდი სლემის ტურნირზე
საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის დიდი სლემის ტურნირზე
Sputnik საქართველო
ისრაელში შეჯიბრზე 15 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრება - 12 მამაკაცი და სამი ქალი
2022-02-14T23:16+0400
2022-02-14T23:16+0400
2022-02-14T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/66/245716637_0:180:3000:1868_1920x0_80_0_0_c7ff85e3e78c33cc891649981e954db1.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა სპორტსმენები, რომლებიც დიდი სლემის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი 17-19 თებერვალს თელ-ავივში გაიმართება.თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, ისრაელში შეჯიბრზე 15 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრება – 12 მამაკაცი და სამი ქალი.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მამაკაცები:ქალები:აღსანიშნავია, რომ შარშან ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს დიდი სლემის ტურნირზე თელ-ავივში და რვა მედლით დაბრუნდნენ – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელ შეჯიბრში მონაწილეობას სულ 316 ძიუდოისტი (174 მამაკაცი და 142 ქალი) მიიღებს მსოფლიოს 34 ქვეყნიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24571/66/245716637_0:0:2491:1868_1920x0_80_0_0_85bf2507becbb2fd712bbeed9ff337a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ძიუდო ნაკრები თელ-ავივი „დიდი სლემი“ ტურნირი
საქართველო ძიუდო ნაკრები თელ-ავივი „დიდი სლემი“ ტურნირი
საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა თელ-ავივის დიდი სლემის ტურნირზე
23:16 14.02.2022 (განახლებულია: 23:26 14.02.2022) ისრაელში შეჯიბრზე 15 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრება – 12 მამაკაცი და სამი ქალი.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა სპორტსმენები, რომლებიც დიდი სლემის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი 17-19 თებერვალს თელ-ავივში გაიმართება.
თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, ისრაელში შეჯიბრზე 15 ქართველი ძიუდოისტი გაემგზავრება – 12 მამაკაცი და სამი ქალი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
(-60 კგ) – ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძე
(-73 კგ) – ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე
(-81 კგ) – ლევან გუგავა, ვლადიმერ ახალკაცი
(-90 კგ) – უშანგი მარგიანი
(-100 კგ) – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
(+100 კგ) – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე
(-52 კგ) – მარიამ ჯანაშვილი
(-57 კგ) – ეთერ ლიპარტელიანი
(+78 კგ) – სოფიო სომხიშვილი
აღსანიშნავია, რომ შარშან ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს დიდი სლემის ტურნირზე თელ-ავივში და რვა მედლით დაბრუნდნენ – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.
მოსალოდნელია, რომ ამჟამინდელ შეჯიბრში მონაწილეობას სულ 316 ძიუდოისტი (174 მამაკაცი და 142 ქალი) მიიღებს მსოფლიოს 34 ქვეყნიდან.