ფიგურული ციგურაობა: რევიამ და კაზაკოვამ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს

© AP Photo / David J. Phillipგიორგი რევია და მარია კაზაკოვა
გიორგი რევია და მარია კაზაკოვა - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დუეტმა ორი შესრულების ჯამში 164,33 ქულა დააგროვა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ მე-19 ადგილი დაიკავა.
თავისუფალი ცეკვების პროგრამაში ქართულმა დუეტმა დააგროვა 97,25 ქულა, ორი შესრულების ჯამში – 164,33 ქულა. აღსანიშნავია, რომ 12 თებერვალს წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა, სადაც 67,08 ქულა მიიღო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონები 226,98 ქულით ფრანგი მოციგურავეები გაბრიელა პაპადაკისი/გიომ სიზერონი გახდნენ. ვერცხლის მედალი 220,51 ქულით რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა (ვიქტორია სინიცინა/ნიკიტა კაცალაპოვი), ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამერიკული წყვილი მედისონ ჰაბელი/ზაქარი დონაჰიუ (218,02) გახდა.
15 თებერვალს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის ინდივიდუალური შეჯიბრება დაიწყება, ისინი მოკლე პროგრამას წარმოადგენენ. აღნიშნულ დისციპლინაში საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა გამოვა.
ყველა ახალი ამბავი
0