მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მხატვარი ძაღლის ნამუშევრები ინტერნეტით იყიდება: ვიდეო

© photo: Sputnik / Sergey Piatakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ცხრა წლის ავსტრალიური ნაგაზი სახელად აივი უკვე შვიდი წელია, რაც მხატვრობით სერიოზულადაა დაკავებული და ამ გზით ფულსაც შოულობს, წერს გამოცემა Mirror-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, აივი ორი წლის იყო, როდესაც პატრონმა ლიზა კაიტმა ხატვის ინტერესი შენიშნა და ასწავლა კიდეც ფუნჯითა და საღებავებით სარგებლობა.
როგორც ლიზა ამბობს, ამას დიდი დრო არ დასჭირვებია, აივიმ ხატვა თითქმის ერთ კვირაში ისწავლა. მას შემდეგ ძაღლი დაუღალავად ხატავს, ხოლო პატრონი ინტერნეტით ყიდის ნამუშევრებს და ამ შვიდი წლის განმავლობაში უკვე 20 ათასი დოლარიც იშოვა.
ლიზა კაიტის თქმით, აივი ძალიან ნიჭიერი ძაღლია. მისი უნარების ჩამონათვალი ორ გვერდზე მეტს იკავებს.

„მას შეუძლია არა მარტო ისეთი მარტივი ბრძანებების შესრულება, როგორებიცაა „დაწექი“, „დაჯექი“ ან „გადატრიალდი“, არამედ თეთრეულის დახარისხებაც, ჩემთვის ქურთუკის გახდაც, თათების გაწმენდაც და ყულაბაში მონეტის ჩაგდებაც“, — ამაყად ამბობს ლიზა.

არადა, ყველაფერი ხუმრობით დაიწყო. ლიზამ, რომელიც თავის ზრდასრულ შვილებს ელოდებოდა სტუმრად, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა გადაწყვიტა და აივის უცბად ასწავლა მაცივრიდან ლუდის გამოღება.
სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინა ქალმა, რომ მის ძაღლს არაერთი ნიჭი ჰქონდა, განსაკუთრებით – ხატვისა.
ახლა აივი პროფესიონალი მხატვარია. მის ნამუშევრებს სიამოვნებით ყიდულობენ კოლექციონერები. ყველაზე ძვირადღირებული ტილო 490 დოლარად გაიყიდა.
ამასთან, როგორც ლიზა კაიტი ამბობს, აივის ნახატებიდან მიღებულ თანხას ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდებში რიცხავს.
წყარო: Mirror
ყველა ახალი ამბავი
0