https://sputnik-georgia.com/20220214/princi-hari-megan-markli-264422717.html
რატომ გრძნობდა თავს პრინცი ჰარი სამეფო ოჯახში სრულიად არასასურველად?
რატომ გრძნობდა თავს პრინცი ჰარი სამეფო ოჯახში სრულიად არასასურველად?
Sputnik საქართველო
პრინცები ჰარი და უილიამი ჯერ კიდევ ბავშვობაში განიცდიდნენ სოციალურ უთანასწორობას. დიანასა და ჩარლზის უფროს ვაჟს სამეფო სასახლეში გაცილებით მეტ ყურადღებას... 14.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-14T15:50+0400
2022-02-14T15:50+0400
2022-02-14T21:04+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0e/259583425_0:0:2939:1654_1920x0_80_0_0_e0f50c9b93de3f04d5002559ad3b8b6e.jpg
2019 წლის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მეგან მარკლისა და მისი მეუღლის წარსულის შესახებ გადაიღეს, ბევრი ფაქტია ასახული. ფილმს ჰქვია: ,,მეგანი და ჰარი: ბავშვობის წლები“. ჟურნალისტები და კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრინც ჰარის საკუთარ სახლში ყოფნა ძალიან უჭირდა: სამეფო ოჯახის ყველა წევრი მას „მეორე ნომრად“ თვლიდა. პირველი, რა თქმა უნდა, პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის უფროსი შვილი იყო. ჰარის ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ, მაგრამ მისი უფროსი ძმა ყველასთვის საყვარელი იყო. დედოფალი ელისაბედ II ყოველთვის იწვევდა უილიამს მის გვერდით დასაჯდომად, ხოლო ჰარის ასეთი პატივი არ რგებია წილად.დიანა ძალიან ღელავდა და ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ჰარის გული არ სტკენოდა, მაგრამ ბიჭმა უკვე იცოდა, რომ უილიამს ტახტის მემკვიდრის უპირატესობა ჰქონდა. ხოლო სამეფო ოჯახის სხვა წევრებმა კარგად იცოდნენ, რომ ის ყოველთვის „მეორე“ იქნებოდა. ჰარი და უილიამი, მიუხედავად აშკარა უთანასწორობისა, მეგობრულად იყვნენ და დედის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს მაქსიმალურად უჭერდნენ მხარს (იმ დროს ჰარი 12 წლის იყო, უილიამი კი 15 წლის). დედის დაკარგვის მწუხარების გადატანაში მათ მამა დაეხმარა.მაგრამ ოჯახში მეგან მარკლის მისვლასთან ერთად ძმების ურთიერთობა გაუარესდა: ჰარი და მისი ცოლი კენსინგტონის სასახლიდან Frogmore House-ში გადავიდნენ, დაიწყეს პირადი Instagram-ის მართვა და დატოვეს სამეფო ფონდი, რომელიც 2009 წელს უილიამმა, კეიტ მიდლტონმა და ჰარიმ შექმნეს. ამას მოჰყვა სწრაფი გადასვლა კალიფორნიაში, დამანგრეველი ინტერვიუ ოპრა უინფრისთან, რომელშიც ისინი სამეფო ოჯახში ცხოვრების სირთულეებზე საუბრობდნენ.
https://sputnik-georgia.com/20220126/megan-markli-princi-hari-ofshorebi-263894082.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0e/259583425_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c0ddd5ad1e0bf847707af7f592864459.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თავი გრძნობა პრინცი ჰარი სამეფო ოჯახი არასასურველი
თავი გრძნობა პრინცი ჰარი სამეფო ოჯახი არასასურველი
რატომ გრძნობდა თავს პრინცი ჰარი სამეფო ოჯახში სრულიად არასასურველად?
15:50 14.02.2022 (განახლებულია: 21:04 14.02.2022) პრინცები ჰარი და უილიამი ჯერ კიდევ ბავშვობაში განიცდიდნენ სოციალურ უთანასწორობას. დიანასა და ჩარლზის უფროს ვაჟს სამეფო სასახლეში გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევდნენ.
2019 წლის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მეგან მარკლისა და მისი მეუღლის წარსულის შესახებ გადაიღეს, ბევრი ფაქტია ასახული. ფილმს ჰქვია: ,,მეგანი და ჰარი: ბავშვობის წლები“. ჟურნალისტები და კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრინც ჰარის საკუთარ სახლში ყოფნა ძალიან უჭირდა: სამეფო ოჯახის ყველა წევრი მას „მეორე ნომრად“ თვლიდა. პირველი, რა თქმა უნდა, პრინცესა დიანასა და პრინც ჩარლზის უფროსი შვილი იყო. ჰარის ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ, მაგრამ მისი უფროსი ძმა ყველასთვის საყვარელი იყო. დედოფალი ელისაბედ II ყოველთვის იწვევდა უილიამს მის გვერდით დასაჯდომად, ხოლო ჰარის ასეთი პატივი არ რგებია წილად.
დიანა ძალიან ღელავდა და ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ჰარის გული არ სტკენოდა, მაგრამ ბიჭმა უკვე იცოდა, რომ უილიამს ტახტის მემკვიდრის უპირატესობა ჰქონდა. ხოლო სამეფო ოჯახის სხვა წევრებმა კარგად იცოდნენ, რომ ის ყოველთვის „მეორე“ იქნებოდა. ჰარი და უილიამი, მიუხედავად აშკარა უთანასწორობისა, მეგობრულად იყვნენ და დედის გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს მაქსიმალურად უჭერდნენ მხარს (იმ დროს ჰარი 12 წლის იყო, უილიამი კი 15 წლის). დედის დაკარგვის მწუხარების გადატანაში მათ მამა დაეხმარა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია ნებისმიერი მშობლისთვის, რომ როგორმე უთხრას შვილებს მეორე მშობლის გარდაცვალების შესახებ. არ ვიცი რა გავაკეთეთ იმ დროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მამა ჩვენთან იყო”, – თქვა მოგვიანებით ჰარიმ. პრინცმა უილიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საერთო მწუხარებამ ძმასთან გააერთიანა. „დედა ადრეულ ასაკში დავკარგეთ და ეს ერთად გავიარეთ. სირთულეები გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ახლა ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს”, – თქვა უილიამმა.
მაგრამ ოჯახში მეგან მარკლის მისვლასთან ერთად ძმების ურთიერთობა გაუარესდა: ჰარი და მისი ცოლი კენსინგტონის სასახლიდან Frogmore House-ში გადავიდნენ, დაიწყეს პირადი Instagram-ის მართვა და დატოვეს სამეფო ფონდი, რომელიც 2009 წელს უილიამმა, კეიტ მიდლტონმა და ჰარიმ შექმნეს. ამას მოჰყვა სწრაფი გადასვლა კალიფორნიაში, დამანგრეველი ინტერვიუ ოპრა უინფრისთან, რომელშიც ისინი სამეფო ოჯახში ცხოვრების სირთულეებზე საუბრობდნენ.