https://sputnik-georgia.com/20220214/ncdc-koronavirusis-monacemebi-arasworia-264415466.html
NCDC: დღეს გამოქვეყნებული კორონავირუსის ახალი მონაცემები არასწორია
NCDC: დღეს გამოქვეყნებული კორონავირუსის ახალი მონაცემები არასწორია
Sputnik საქართველო
შაბათ-კვირას პორტალი განახლდა.ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხდა ყველა შემთხვევის ატვირთვა, ამიტომ დღევანდელი ციფრები არარეალურია, განაცხადა გამყრელიძემ.
2022-02-14T13:19+0400
2022-02-14T13:19+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262815690_0:0:3070:1728_1920x0_80_0_0_88cb9df58d4c2cce0ab8c01dfa2c3ba4.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს.Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4.028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 21 პაციენტი.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის" სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262815690_272:0:3003:2048_1920x0_80_0_0_d0d2d18c5d67968a41872e85dc98fc77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მონაცემები კორონავირუსი გამყრელიძე არასწორი
მონაცემები კორონავირუსი გამყრელიძე არასწორი
NCDC: დღეს გამოქვეყნებული კორონავირუსის ახალი მონაცემები არასწორია
13:19 14.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს.
Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4.028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 21 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.
„ვფიქრობთ, რომ „ომიკრონის" ცირკულაციის ფონზე ამ კვირაში მაინც უნდა დაიწყოს პიკის გადავლის ეტაპი. 4 ათასი შემთხვევა რეალურ სიტუაციას ვერ ასახავს, რადგან ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხდა ყველა შემთხვევის ატვირთვა, შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა. ამიტომ დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ", – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინა შტამებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს.
ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 20 ათასს აჭარბებს, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგები ამას ახალი შტამის - „ომიკრონის" სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ.