„მისმა მეუღლემ ბინა შეიძინა კლინიკის გვერდით... სანდრა გვერდიდან არ მოშორებია“– სააკაშვილი

„თუ სადმე იციან გვერდით დგომა, ნათესაობა, ერთმანეთის გატანა, ეს ჰოლანდიაა. ბოლო რამდენიმე წელი მაგდას ალცჰაიმერის დაავადება სჭირდა. მისმა მეუღლემ, ედუარდმა ბინა შეიძინა კლინიკის გვერდით, რათა მაგდა ყოველდღე ენახა. სანდრა თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დაფრინავდა თბილისიდან სახლში, ტერნეუზენში და ასევე უვლიდა დედას. ბოლო ორი კვირა კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, საწოლს არ მოშორებია როგორც იდეალური შვილი და, რა თქმა უნდა, იდეალური დედა“, – დაწერა სააკაშვილმა.
„მაგდა მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა. ღრმად სწამდა ღმერთის და, იმედია, ახლა შეუერთდება ანგელოზთა კრებულს და იქ გააგრძელებს სიმღერას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

