Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 14 თებერვალი

© Pixabay / DarkoStojanovicლაბორატორიაში
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.270.759 ადამიანი; ჩატარებულია 2.775.482 აცრა, ერთ დღეში აცრილია 478 ადამიანი.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.028-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.458.093-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.270.759 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 22.517), გარდაიცვალა – 15.577 (ბოლო 24 საათში – 21). კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.202 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.481 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 9.688 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.768, PCR–ტესტით – 2.920.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 41,58%, ბოლო 14 დღის – 31,92%, ბოლო 7 დღის – 33,03%.
სულ ჩატარებულია 2.775.482 აცრა, ერთ დღეში აცრილია 478 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0