„ყველაფერი რაც გვჭირდება, სიყვარულია“ – ირაკლი მაქაცარია რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

© curtesy of Irakli Makatsariaლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2022
გამოწერა
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია ვალენტინობას აღნიშნავენ.
ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თავშეყრის ადგილებში ისინი თითქმის სულ ერთად ჩნდებიან. ამჯერადაც ლიზა და ირაკლი ერთ-ერთ წვეულებაზე იმყოფებოდნენ.
ფოტოებსა და ვიდეოებს ირაკლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს სიყვარულია”, – დაწერა ირაკლიმ და ამ ფორმით მიულოცა საყვარელ ქალს ვალენტინობა.
უკვე რამდენიმე წელია, რაც სხვა ქვეყნებთან ერთად 14 თებერვალს სიყვარულის დღეს – ვალენტინობას საქართველოშიც აღნიშნავენ.
ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, ის 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად სწერდა ჯვარს.
ყველა ახალი ამბავი
0